1 აგვისტოს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ვალერი სტელმაშოვი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მერიის პოზიცია- მისი მუშაობის არაეფექტურობაა, სამსახურის ყოფილმა უფროსმა 4-5 თვის წინ სარჩელი შეიტანა, რომ სამსახურიდან არ გაეთავისუფლებინათ.
ვალერი სტელმაშოვი მის გათავისუფლებას უკანონოდ მიიჩნევს. მისი თქმით, სარჩელი მან რამდენიმე თვის წინ შეიტანა, როცა უთხრეს, რომ განცხადება დაწერა და საკუთარი ნებით დაეტოვებინა. მისი თქმით, სამსახურიდან გათავისუფლების ერთ-ერთი საფუძველი სამსახურის თანამშრომლის განცხადება იყო.
“მე არ დავტოვე სამსახური, გამათავისუფლეს სამსახურიდან. მიზეზი ის არის, რომ მათ გუნდში არ ვარ. აქამდე ვმუშაობდი, რადგან მაშინვე ვერ გამათავისუფლებდნენ. მე სასამართლოს მივმართე, 4-5 თვეა სასამართლო მიმდინარეობს, სასამართლო ჯერ არ დასრულებულა, უკვე გამათავისუფლეს. სამსახურიდან წასვლის შესახებ ერთი წლის წინ მითხრეს, სამსახური, მაშინ უთხრეს აბაჯიან რუბიკს, ნახატაკიან რაფიკს… საკუთარი ნებით დაწერეს განცხადება და მე ვუთხარი, რომ არ დავწერ „ასეთი კანონი არ არსებობს, რომ პენსიონერები გაათავიაუფლონ. თუ მიზეზს ნახავ, თანამშრომელმა რომელიც სამსახურშიც არ დადიოდა, განცხადება დაწერა, რომ გამუდმებით ფსიქოლოგიურ ზეწოლას ვახორციელებდი, შეურაცხყოფას ვაყენებდი. მთელმა ახალქალაქმა იცის, რომ ცხოვრებაში არავისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. დავიქირავე ადვოკატი, სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, ვნახოთ რა იქნება“, – თქვა ვალერი სტელმაშოვმა სამსახურიდან გათავისუფლებაზე.
ამ დროისთვის სამსახურის უფროსის მოვალეობას ერთ-ერთი მოადგილე ოლიკო მელიქიძე შეასრულებს. მერიას კონკურსი ჯერ არ გამოუცხადებია.
„გათავისუფლების ოფიციალური მიზეზი არის ის, რომ კონკრეტულად ამ ადამიანის მუშაობა წინ არ მიდის. ჩვენ გვქონდა ბევრი პრობლემა, რის საფუძველზეც ამ პიროვნებისთვის ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული. თანამშრომელზე ფსიქოლოგიური ზეწოლა არის სამსახურიდან გათავისუფლების ერთ-ერთი მიზეზი. მის ადგილას შემცვლელი არ არის. დანიშვნულია მოვალეობუს შემსრულებელი, რომ მუშაობა არ შეწყდეს, რა თქმა უნდა გამოცხადდება კონკურსი, დრო გვაქვს ამისთვის“, – თქვა ახალქალაქის მერმა მელქონ მაკარიანმა.
ვალერი სტელმაშოვი 72 წლისაა. 55 წელი ახალქალაქის კულტურის სფეროში მუშაობდა, აქედან 53 წელი ხელმძღვანელ თანამდებობებზე.