შოვში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად თიბისი ბანკში საქველმოქმედო ანგარიში გაიხსნა.

პირველი შემოწირულობა, ნახევარი მილიონი ლარი, თავად ბანკმა განახორციელა.

#GE89TB7318736080100017 ლარი: მიმღები აიპ თიბისელები

#GE89TB7318736080100017 დოლარი და ევრო: მიმღები ააიპ თიბისელები

რაჭის რეგიონის მაღალმთიან საკურორტო სოფელ შოვში გასულ ხუთშაბათს მეწყერი ჩამოწვა. 210 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, ნაპოვნია 12 დაღუპულის ნეშტი, 20-ზე მეტი ადამიანის ბედი ჯერჯერობით უცნობია.