თამაშებზე დამოკიდებულება -თანამედროვე საზოგადოების უბედურებაა, განსაკუთრებით ახალქალაქში. ქალაქში დაახლოებით 8000 ადამიანია, ხოლო მთელ მუნიციპალიტეტში 43000 (2014 წლის მონაცემებით) ქალაქში არის 7 სათამაშო დაწესებულება, ასევე 2 ტოტალიზატორი. ვერშემდგარი ბიზნესი იხურება, ადგილზე იხსნება სლოტ-კლუბი ან სხვა სათამაშო ობიექტი. ასევე იზრდება ადგილობრივ ბიუჯეტში გადასახადების სახით შემოსული შემოსავლები. 2023 წელს მოსალოდნელია 700.000 ლარის მიღება. თუმცა, ჯავახეთში სუიციდის უმეტესობის შესაძლო მიზეზად სათამაშო ვალები დასახელდა. რა უბიძგებს ადამიანებს სათამაშო ნემსზე ჯდომას და რა უშლის მათ თავიდან აცილებას? ამაზე და სხვა ბევრ რამეზე Jnews-თან ინტერვიუში ფსიქოლოგმა ალა ავეტისოვამ ისაუბრა.

– ყველაზე მეტად როგორი ადამიანები მოჰყვებიან აზარტული თამაშების კაუჭში?

– ფაქტობრივად, მიზეზები შეიძლება ძალიან განსხვავებული იყოს. და შეიძლება ადრეული ბავშვობიდან წამოვიდეს. რაც არ უნდა უცნაური იყოს, მაგრამ ჩვეულებრივ ადამიანებს, რომლებსაც სირთულეები აქვთ ურთიერთობების დამყარებაასთან დაკავშირებით ან დეფიციტი აქვთ, მათ უყვართ აზარტული თამაშები.ან ჩათრეული არიან დაკომპლექსებული ადამიანები, ან მორცხვი, ან ფსიქიკური აშლილობის მქონე და ა.შ. ეს სია ასევე სავსეა ადამიანებით, რომლებიც განიცდიან უარყოფას, დანაშაულის გრძნობას და განსჯას.

ზოგი აზარტულ თამაშებს თვითდაკმაყოფილების მიზნით თამაშობს, ასევე ეგრეთ წოდებული “სიცარიელის” შესავსებად. ზოგი ფიქრობს, რომ დიდი ფულის შოვნას შეძლებს. დიახ, ზოგს მართლაც გამოუვიდა, მაგრამ ამის სანაცვლოდ შეგნებულად თუ შეუგნებლად მახეში გაება, რომლიდანაც თითქოსდა შეუძლია გამოსვლა, მაგრამ ამავდროულას არ გამოსდის. შემაკავებელი ფაქტორი ბევრად მეტია. ადამიანი დამოკიდებული ხდება. გარდა ამისა, ადამიანი დანაკარგს განიცხდის საკუთარი ცზოვრების სხვა სფეროებში. მაგალითად, ასეთ ადამიანს უჭირს ოჯახისთვის დროის დათმობა, ჯანსაღი ურთიერთობა. მსგავსი ადამიანის ცხოვრება გარეგნულად შეიძლება ლამაზია, მაჰრამ არა უმეტეს. და ეს როგორც არ უნდა ჟღერდეს, მაგრამ მხოლოდ ადამიანია ამ “სისტემის” წინააღმდეგ უძლური.

ამ სისტემაში ძალიან რთულია იმ ადამიანის ჩათრევა, რომელიც შეგნებული ცხოვრებით ცხოვრობს, ასევე მცოდნე, სულიერად და ემოციურად შემდგარი ადამიანის. თუმცა ყველა ადამიანისთვის დამახასიათებელია შეცდომის დაშვება.

– რა უბიძგებს ადამიანს თამაშის დაწყებას?

– ასწ ვთქვათ, ადამიანის დაბალი მდგომარეობა, რომელიც მას დაყვება. მას ესაჭიროება საკუთარი ან სხვისი განცხადებების დადასტურება მასზე, როგორც პიროვნებაზე, რომ შეივსოს, მიიღოს კმაყოფილება. იქ ის საკუთარ თავს იმტკიცებს, სიამოვნებას ღებულობს, და საკუთარ თავს სპორტსმენად და გამარჯვებულად გრძნობს. მაგრამ ცნობილია თუ არა მათთვის, რომ ნამდვილ სპორტში არ თამაშობენ ბრმა თამაშებს? რა თქმა უნდა, ეს სიცრუეა, შესაძლოა, ისინი ასე საკუთარ არჩევანს ამართლებენ, მაგრამ ისინი სპორსმენები კი არ არიან, არამედ დამოკიდებულები. და სათამაშო დამოკიდებულება- ეს იგივე ნარკომანიაა, მაგრამ თამაშის.

– რა არის ასეთი აზარტულ თამაშებში, რომ ისინი წლების განმავლობაში ადამიანს დამოკიდებულებაში ტოვებს?

– მათ თავიანთი არაგანახლებადი დაბალი მდგომარეობა აკავებს, რომლითაც ისინი ცხოვრობენ, და არა თავად აზარტული თამაშების ადგილი. სხვა ხერხის არცოდნის გამო მიდიან კაზინოში, სადაც დროებით კმაყოფილდებინ.

მოთამაშეებს შფოთვის ყველაზე მაღალი დონე აქვთ, და ისინი გაუცხოების, უარყოფის, ასევე დამნაშავის მდგომარეობას განიცდიან. ისინი ცდილობენ როგორმე ეს შემზარავი მდგომარეობა “დაიწყნარონ” და ადრენალინის გამოშვების ამ ხერხს კომპიუტერული ან აზარტული თამაშების საშუალებით მიმართავენ.

და იქ, კაზინოში, თითქოს და სასურველს იღებს, მაგრამ ის ვერანაირად ვერ აკმაყოფილებს მის მოთხოვნილებებს, ის დროებით მოქმედებს, როგორც სიცრუე. თითქოს კმაყოფილებას აღწევს, მაგრამ შემდეგ თავდაპირველ მდგომარეობას აღწევს. ადამიანი გადის შემდეგ სტადიებს: 1) მოგება, 2) წაგება, 3) სასოწარკვეთა, 4) იმედგაცრუება. ეს წრეზე მოძრაობს, ისინი ცხოვრობენ არა რეალური, არამედ მოგონილი ცხოვრებით, მართალია ცოტა ხნით, მაგრამ რაღაც დროის განმავლობაში მშვიდდებიან, ხოლო სანაცვლოდ რეალურ შესაძლებლობებს კარგავენ.

– აზარტული დამოკიდებულების რა სახეობები არის? რით განსხვავდებიან ისინი?

– კარტების, ლატარეის, მოვლენებზე ფსონების დადება, ონლაინ-კაზინო და ა.შ. ეს ხომ ერთი სისტემაა, მაგრამ სახეობაა სხვა. როგორია ალბათობა იმისა, რომ ზუსტად შენ მოიგებ? მსგავსი თამაშწბის მიზანი ფინანსური სარგებელია და თუნდაც იქამდე მისვლაა.

ახლა უფასო დარეგისტრირებას სთავაზობენ, რაც უკვე ცუდია. უფასოდ თამაშის შესაძლებლობას იძლევიან, შემდეგ მოგებისაც კი. “ეს მაგარია”- ფიქრობს მოთამშრ, თუმცა ის მახეში გაება და ზუსტად პირველ “მოგება” სტადიაზე იმყოფება. და თუკი ვინმეს გაუმართლა მოგების გამოტანა და აღნიშნულ პორტალზე აღარ შევა, ვიჩქარი გითხრათ, რომ დროებით. თქვენ უნდა მიმართოთ დახმარებისთვის სპეციალისტს. პრობლემა თამაშის სურვილში კი არა, ზემოაღნიშნულშია, და დახმარება ესაჭიროება.

– შესაძლებელია თუ არა თამაშის დამოკიდებულების განკურნვა? თუ კი, როგირ?

– ადამიანი ეგუება ამ სისტემას და მას ეწყობა კიდევაც, მას ვერ წარმოუდგენია სხვაგვარად როგორ იქნება. მისთვის თავიაუფლება-ციხე, ხოლო ციხე- თავიაუფლება. ერთადერთი გამოსავალი- საკუთარი ფიქრების განახლება. გონებას ეს ძალიან სჭირდება. თქვენ დახმარებისთვის შეგიძლიათ მიმართოთ ფსიქოლოგს, ფსიქოთერაპევტს, სულიერ მოძღვარს.

სპეცილისტი ფსიქოლოგები დაგეხმარებიან პრობლემის შესწავლაში და საკითხების მოგვარებაში, რომლებიც თქვენ გაწუხებთ. თქვენ გექნებათ მხარდაჭერა და არ მოგიწევთ გზის მარტოდმარტო გავლა. შესაძლოა თავიდან საშიში ან რთული იქნება თერაპიუს გაგრძელება, მაგრამ საკუთარ თავზე მუშაობა ძალისხმევა ღირს. რადგან რეალური თავისუფლება კარგია. მაგრამ უნდა იცოდე თავიაუფლად ცხოვრება, ისწავლო. განახლებული აზროვნება დაეხმარენა ამ პროცესს. და მისი განახლებისთვის საჭიროა პეოფესიონალური მხარდაჭერა.