დღეს, 20 მაისს, 2019-2020 წლის დამამთავრებელი კლასებისათვის გაკვეთილების ბოლო დღე იყო. გრანდიოზული ღონისძიებები, რომლებიც ახალქალაქის სკოლებშია მიღებული, პანდემიის გამო ვერ მოეწყო. მოსწავლეები მასწავლებლებს ონლაინ რეჟიმში მოკრძალებულად დაემშვიდობნენ. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სკოლა 481 მოსწავლემ დაამთავრა.
მრავალრიცხოვანი ყვავილების, საზეიმოდ გამოწყობილი დამამთავრებელი სკოლის მოსწავლეების, მადლიერების სიტყვების ნაცვლად ახალქალაქში საგანგებო მდგორმარეობის პირობებში ჩვეულებრივად ჩაიარა დღემ, ისევე როგორც უკანასკნელმა ორმა თვემ.
კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით მასიური ღონისძიებები საქართველოში აკრძალულია, რის გამოც ბოლო ზარისათვის მიძღვნილი ღონისძიებები არ შედგა.
მრავალრიცხოვანი მილოცვები სკოლადამთავრებულებმა სოციალური ქსელებით მიიღეს. როგორია საგანგებო მდგომარეობის პირობებში სკოლის დამთავრება, რას გრძნობენ სკოლადამთავრებულები და რა მიზნები აქვთ, ამის შესახებ Jnews-ის ჟურნალისტები მასალას ამზადებენ, რომელიც მალე ხელმისაწვდომი იქნება ჩვენს გვერდზე.
ფოტო Jnews-ის არქივიდან