ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზრის ივნისის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასულ თვეში ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა Bmatch პლატფორმის მეშვეობით სავალუტო ბაზრიდან 137.6 მილიონი დოლარი შეიძინა.
შედეგად, მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში სებ-ის მიერ ბაზრიდან სავალუტო შესყიდვების ზომა 1.06 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ამჟამად საქართველოს სავალუტო რეზერვები 5.07 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც წლიურად 1.1 მილიარდით არის გაზრდილი.