ბათუმში, „ორბის“ მაღალსართულიანი აპარტამენტებიდან უცხო ქვეყნის მოქალაქე გადმოვარდა. შემთხვევა გუშინ, 23 ივლისს, დილით მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით დაღუპული დამსვენებელი იყო.
ამ დროისთვის ცნობილი არ არის გარემოებების შესახებ, რამაც უბედური შემთხვევა გამოიწვია.
დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115- ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.