ეროვნულმა ბანკმა ფინანსური სექტორის ანალიტიკური ანგარიში გამოაქვეყნა, დოკუმენტის თანახმად, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით დაკრედიტების ტემპი წინა წელთან შედარებით შემცირებულია.
ფიზიკური პირების სესხების ზრდა 2023 წლის მაისის მდგომარეობით 15.1%-ს შეადგენდა, რაც წინა წელს არსებულ ტემპზე – 21.1%-ზე ნაკლებია.
უფრო დეტალურად საკრედიტო პორტფელის ზრდის ტემპი ასე ნაწილდება:
• ფიზიკური პირების სესხები – 15.1%;
• სამომხმარებლო სესხები – 24.9%;
• იპოთეკური – 13.2%;
• სხვა სახის სესხები – 7.9%.
სებ-ის თანახმად, შემცირებულია ასევე ბიზნეს სესხების ზრდის ტემპიც. მაისში ბიზნესის დაკრედიტების მატებამ 10.1% შეადგინა, როდესაც გასულ წელს ზრდის ტემპი 15% იყო, ამასთან ცალკეულ სექტორებში წელს უფრო ნაკლები სესხი გაიცა ვიდრე 2022-ში.
კონკრეტული სექტორების მიხედვით, ბიზნესის დაკრედიტების მაჩვენებლები ასეთია:
• ვაჭრობა და მომსახურება – 14.2%;
• ენერგეტიკა – მინუს 6.2%;
• სოფლის მეურნეობა – 2.2%;
• მშენებლობა – 15.2%;
• მრეწველობა – 5.8%;
• ტრანსპორტი – 7.2%;
• სხვა – 2,8%.
რაც შეეხება მთლიანად საკრედიტო პორტფელს, მისი ზომა 45.7 მილიარდ ლარს შეადგენს. აქედან 20.4 მილიარდდი ლარის კრედიტები იურიდიულ პირებზე, 25.3 მილიარდის კრედიტები კი ფიზიკურ პირებზე არის გაცემული.
რაც შეეხება სესხების სავალუტო შემადგენლობას, მთლიანი სესხების 55% ლარში, 45% კი უცხოურ ვალუტაში არის გაცემული