დღეს, 17 ივლისს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გენდერული თანასწორობის საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში იყო ახალქალაქში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის აღნიშვნის ორგანიზების საკითხები, რომელიც 12 აგვისტოს გაიმართება.
გენდერულმა საბჭომ საკრებულოს თავმჯდომარის ნაირი ირიციანის ხელმძღვანელობით დღეს იმსჯელა, როგორ ჩატარდეს ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე ახალქალაქში. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ახალქალაქში ახალგაზრდებსა და გენდერულ თანასწორობაზე მუშაობენ.
საბჭოს წევრის, დეპუტატის სედა მელკუმიანის თქმით, გადაწყდა, რომ ეს დღე არაჩვეულებრივად აღენიშნათ. გენდერულმა საბჭომ ამ საკითხზე გადაწყვიტა კონსულტაციები გაეწია ორგანიზაციებთან, რომლებიც მუშაობენ გენდერული თანასწორობის საკითხებზე და ახალგაზრდებთან, რათა გაერკვია, რა სურთ და მოეწონებათ ახალგაზრდებს.
ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის აღნიშვნა 12 აგვისტოს გადაწყდა. შემდეგი სხდომა პარასკევს, 20 ივლისს გაიმართება, გენდერული საბჭო ამ დღეს საბჭოს წევრებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან უფრო ზუსტი რჩევებისა და წინადადებების მიღებას ელის. ასევე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული საბჭო ღიაა ახალგაზრდებისგან წინადადებების მიღებისათვის, რომლებსაც შეუძლიათ ხას ბახჩას პარკის მოპირდაპირედ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობაში მიმართონ.