ოპოზიციური პარტიების ლიდერები, “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში მორიგი შეკრების შემდეგ, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც იმედოვნებენ, რომ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის დაკავებული ტელეკომპანია “მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა მალე განთავისუფლება პატიმრობიდან, რის შემდეგაც საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს დაამტკიცებს. ასევე, საერთაშორისო რეკომენდაციების საფუძველზე შევა ცვლილებები საარჩევნო კოდექსში.
როგორც ოპოზიციური პარტიების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, მათი ამოცანაა ყველა ცვლილება მხოლოდ კონსტიტუციის ფარგლებში და მშვიდობიანი გზით იყოს მიღებული.
“მას შემდეგ, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხელისუფლება დამარცხდება, დემოკრატიულმა კოალიციურმა მთავრობამ ქვეყანა უნდა გამოიყვანოს არსებული ეკონომიკური ჩიხიდან, გადაიდგას საკვანძო ნაბიჯები სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმართულებით, რათა საქართველო არასოდეს შეეჯახოს პოლიტიზებული მართლმსაჯულებისა და ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობის პრობლემას.
ჩვენ, ოპოზიციურმა პარტიებმა გადავწყვიტეთ გავაძლიეროთ ერთმანეთთან კოორდინაცია ამ მიზნის მისაღწევად. ჩვენი ამოცანაა – საქართველოში ყველა ცვლილება მხოლოდ კონსტიტუციის ჩარჩოებში განხორციელდეს და ხელისუფლება კვლავ, დემოკრატიული არჩევნების გზით შეიცვალოს”, – ნათქვამია განცხადებაში.