9 ივლისს, 12:30 საათიდან, თბილისში, სურბ გევორგის ეკლესიის ეზოში სომეხი ხალხის ერთიანობისადმი მიძღვნილი ტრადიციული ფესტივალი “ტოლმა-2023” აღინიშნა.
ფესტივალი რეალობად იქცა საქართველოს სომეხ ქალთა კავშირის “შუშანიკის” მონაწილეობით და სომხეთის სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მეუფე ვარდაპეტ (არქიმანდრიტი) ტერ კირაკოს დავთიანის ლოცვა-კურთხევით. ესწრებოდნენ სხვადასხვა სომხური სტრუქტურების, თბილისის არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა.
ფესტივალზე წარმოდგენილი იყო თბილისელი სომეხი ქალების მიერ მომზადებული ტოლმას ნაირსახეობები, გამაგრილებელი სასმელები და ტრადიციის მიხედვით ტკბილეული. დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ გაესინჯათ ტრადიციული სომხური კერძების ფართო არჩევანი და გამოეთქვათ თავიანთი შეხედულება. ფესტივალმა ტურისტების მრიდანაც მიიპყრო დიდი ყურადღება, მათ ინტერესით და ენთუზიაზმით მიიღეს მონაწილეობა ფესტივალში, ტრადიციულ სომხურ სამზარეულოსა და კულტურაზე ინფორმაცია მიიღეს.
სტუმართმოყვარეობას თან ახლდა სადღესასწაულო კონცერტი, კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის “აიარტუნის” მოსწავლეები წარდგნენ, ასევე დამსწრეებმა იცეკვეს “შურჯაპარ” ცეკვა.
ფესტივალს ტრადიციული ხასიათი აქვს, ყოველწლიურად ორგანიზდება თბილისის სომხური სათვისტომოს მიერ.