მიმ­დი­ნა­რე წლის მე­ო­რე კვარ­ტალ­ში (აპ­რი­ლი, მა­ი­სი, ივ­ნი­სი) რე­ად­მი­სი­ის ფარ­გლებ­ში, ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შე­სა­ხებ თან­ხმო­ბა 1112 პირ­ზე გა­ი­ცა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, აღ­ნიშ­ნულ სამ თვე­ში რე­ად­მი­სი­ის სულ 1117 გან­ცხა­დე­ბაა გან­ხი­ლუ­ლი, სა­ი­და­ნაც 1112-ზე თან­ხმო­ბა გა­ი­ცა, 5-ზე კი – უარი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ყვე­ლა­ზე მეტი – 714 მო­ქა­ლა­ქის სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გერ­მა­ნი­ა­ში მი­ი­ღეს. შემ­დეგ მო­დის საფ­რან­გე­თი (182), სა­ბერ­ძნე­თი (45), შვე­ი­ცა­რია (45); იტა­ლია (30); ეს­პა­ნე­თი (23); პო­ლო­ნე­თი (19).

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­კავ­შირს შო­რის „უნე­ბარ­თვოდ მცხოვ­რებ პირ­თა რე­ად­მი­სი­ის შე­სა­ხებ“ შე­თან­ხმე­ბა 2011 წლის 1-ელ მარტს ამოქ­მედ­და. შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ხდე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არა­ლე­გა­ლუ­რად მცხოვ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა. შე­თან­ხმე­ბა ასე­ვე ით­ვა­ლის­წი­ნებს მე­სა­მე ქვეყ­ნე­ბის მო­ქა­ლა­ქე­თა სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას შე­თან­ხმე­ბით დად­გე­ნი­ლი პი­რო­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. შე­თან­ხმე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, რე­ად­მი­სი­ა­სა და ტრან­ზიტ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ყვე­ლა სატ­რან­სპორ­ტო ხარჯს სა­ბო­ლოო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის სა­ხელ­მწი­ფოს სა­ზღვრამ­დე აა­ნა­ზღა­უ­რებს მო­თხოვ­ნის წარმდგე­ნი სა­ხელ­მწი­ფო.

ambebi.ge