ერთ თვეზე მეტია, ახალქალაქის რაიონის სოფელ მურჯახეთში ახლად აშენებული ხიდი ექსპლუატაციაში შევიდა. მოსახლეობა ხიდს იყენებს. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ახლად აშენებული ხიდით უკვე სარგებლობენ, მაინც არის მოსახლეობა, რომლებიც სარგებლობენ ძველი ხიდით, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

საავტომობილო-საფეხმავლო ხიდის მშენებლობის პროექტი სახელმწიფო სახსრების ხარჯზე ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. ელექტრონულ სამშენებლო ტენდერში შპს „მშენ+“-მა გაიმარჯვა 584350 ლარით, საიდანაც 49218 ლარი მუნიციპალიტეტმა გამოყო, ხოლო 535132 ლარი სახელმწიფომ.

ახლა ახლად აშენებულ ხიდის ირგვლივ ქვიშის გროვებია, ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, რატომ არ ასუფთავებენ ტერიტორიას. მერიაში Jnews-ს შემდეგნაირად განუმარტეს:

„ხიდი უკვე გახსნილია, რაც შეეხება ქვიშის გროვას, ეს იყო სოფლის მოსახლეობის მოთხოვნა, რომ ხიდის მიმდებარე ტერიტორია გაფართოვდეს პროექტის გარეთ, რათა მძღოლებს ზამთარში პრობლემები არ შეექმნათ, ჩვენი ძლებით უნდა განვახორციელოთ, უნდა გავათანაბროთ ეს ტერიტორია და გავაფართოვოთ“, – თქვა ახალქალაქის მერმა მელქონ მაკარიანმა.

ახალი ხიდი ძველზე 1 მ-ით მაღალია, ხიდის სიმაღლე 2,80 მ და სიგანე 5 მ. ხიდის ერთ მხარეს აშენდა ფეხით მოსიარულეთა ტროტუარი, ორივე მხრიდან შემოღობეს, რომელიც მოასფალტდა და შეაერთეს მთავარ გზათან.

აღსანიშნავია, რომ ძველი ხიდი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, მის აღდგენას ნებართვა, დიდი თანხები და დიდი დრო სჭირდება, ამიტომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა ახალი ხიდის აშენება, რათა ისტორიული ძეგლი მთლიანად არ ჩამოინგრეს.