საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტის ინფორმაციით, მიწისძვრა სოფელ სამებასთან დაფიქსირდა.
მისი სიმძლავრე 3.1 (ML) მაგნიტუდის სიდიდის იყო.
შეგახსენებთ, რომ სამებაში მიწისძვრა გუშინაც დაფიქსირდა.
აღსანიშნავია, რომ მიწისძვრები ამ რაიონში შარშან და წინა წელს ძალიან ხშირი იყო. მსუბუქი ბიძგები თითქმის ყოველდღე იგრძნებოდა, ზოგჯერ კი ძლიერი ბიძგები. თუმცა, გასული წლის შემოდგომიდან მიწისძვრები შემცირდა და თურქეთში თებერვლის მიწისძვრის შემდეგ საქართველოში ბიძგები დასავლეთისკენ „გადაინაცვლა“. და ბოლო ორი დღეა, ბიძგები ისევ ფიქსირდება სამხრეთ საქართველოში, სოფელ სამებასთან ახლოს.