4 ივლისს აზერბაიჯანში დაფიქსირდა მიწისძვრა 5,5 მაგნიტუდით 00:01. ბაქოში ძლიერი ბიძგები იგრძნებოდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ქალაქის მცხოვრებლებმა სახლების დატოვება დაიწყეს.
საქართველოს სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა კასპიის ზღვაში,საქართველოს საზღვრიდან 218 კილომეტრში, 35 კმ სიღრმეზე მოხდა. ბიძგები იგრძნებოდა როგორც ბაქოში, ასევე აზერბაიჯანის სხვა რეგიონებში.
ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
იგივე მიწისძვრა კიდევ უფრო იგრძნებოდა დაღესტნის ქალაქ დერბენტში, ვინაიდან ქალაქი მიწისძვრის ეპიცენტრიდან 100 კილომეტრში მდებარეობს.