ჩვენ სიძველეებს ხშირად ვყრით, ეს ჩვეულებრივ საბჭოთა პერიოდის ნივთებია. არც თუ ისე შორ წარსულს ბევრისათვის ახლა მნიშვნელობა არ აქვს, ამიტომ, თანამედროვე ნივთების განახლებით, ძველი ნივთები დროის ნაგავსაყრელზე რჩება. მიუხედავად ამისა, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში საბჭოთა პერიოდიდან ბევრი ნივთი გვაქვს შემორჩენილი, რომელსაც ვერაფრით ვერ ვთმობთ.
ახალქალაქში სამი თაობის ხალხი ცხოვრობს. პირველი თაობა გახლავთ ისინი, ვინც ცხოვრობდა, მუშაობდა და მომავალს სსრკ-თან აკავშირებდა. ხშირად «საბჭოთა ადამიანები» ნორსტალგიით იხსენებს მათი ცხოვრების ამ პერიოდს. მეორე თაობა არიან ისინი, ვინც საბჭოთა კავშირის პერიოდის დასასრულს შეუსწრო და არეულ დროში გაიზარდა. მათ სოციალიზმის აპოქის ბუნდოვანი მოგონებები აქვთ. მესამე თაობა კი არის ახალგზარდობა, რომლისთვისაც საბჭოთა კავშირის ეფოქა უბრალოდ ისტორიაა. ამ ყველა თაობას ერთმანეთთან იმ პერიოდის ნივთები აკავშირებს. ზოგისთვის ეს ნივთები ძვირფასია, რადგან დაკავშირებულია ახლობლებთან, რომლებიც ცოცხლები აღარ არიან.
სახლის ახალმა მფლობელმა სარდაფში ემალირებული ჭურჭელი, ჭიქები და სარძევე (“მალოშნიკი” -როგორც მას ახალქალაქელები უწოდებენ) იპოვა. თეთრ ფონზე ჩანდა ნამგალი და ჩაქუჩი წარწერით «დიდება ოქტომბერს». ეს ნივთები ძველი მფლობელებისგან დარჩა, რომლებიც უკვე დიდი ხანია რუსეთში ცხოვრობენ. საქართველოში საბჭოური სომბლიკა კანონით იკრძალება.
თუმცა, ემალირებული ჭურჭელი ახალქალაქელებს შორის ჯერ კიდევ პატივისცემით სარგებლობს. ბევრი შეგნებულად საბჭოთა კავშირის დროინდელს ეძებს, ამბობს, რომ ეს ჭურჭელი ხარისხიანია და ახალზე ბევრად მყარია.
ჯერ კიდევ ბევრს შემორჩა ხის, მძიმე, ხარისხიანი საბჭოთა ავეჯი. მსგავსი ავეჯის თაროებს ხშირად გერმანული სერვიზი «მადონა» ამშვენებს. მაშინ ამ სერვიზის ნახვა რთული და დეფიციტური იყო, ჩვეულებრივ ჭურჭელზე ძვირიც ღირდა, რადგან სერვიზი საზღვარგარეთისაა. ჩეხური, თხელი და ლამაზი ფაიფურის ან ბროლის მსგავსად, «მადონაც» იყო ავტორიტეტული. ჩაის, ყავის ან სადილის სერვიზს ნაწილ-ნაწილ ყიდულობდნენ და ავეჯის (“სერვანტის”) თაროებზე ამაყად გამოფენდნენ ხოლმე.
ვერცხლის საშაქრეს რაფინადის სამტვრევი ამშვენებს. თავის დროზე ჩაი რაფინადის გარეშე წარმოუდგენელი იყო. მაშინ რაფინადი მაღაზიებში პაკეტებით იყიდებოდა. ჩაის რუსული ტრადიციებით სვამდნენ, ტკბილეულობას ატანდნენ.
ხოლო ჩაის ფოთლების დასაყენებლად იყო სპეციალური კოვზები.
იყო სხვადასხვა კოვზი: ორწახნაგიანი, ნიკელის ან ვერცხლის…
ვისაც ერთხელ მაინც უმოგზაურია მატარებლით მაშნ, ახსოვს ჭიქები და მათი დასადგამები. ამით მატარებლის გამცილებლები მგზავრებს ჩაის სთავაზობდნენ. ახალქალაქში მსგავ ჭიქებს «ვოენტორგში» ნახულობდნენ.
სახლებში ჩაის სერვიზი ფაიფურის ან თიხის იყო. ჩაი მოჰქონდათ ლანგარზე, რომელიც სხვადასხვა სახის იყო, ყველა ფერის და მასალის: ხე და პლასტმასი.
ყავა საბჭოთა კავშირის პერიოდში იშვიათი სასმელი იყო. როდესაც მოდიოდნენ სტუმრები, მასპინძლები ყავის მარცვლებს თიხის ჭურჭლიდან იღებდნენ და სტუმრებთან საუბრისას, ხელით ფქვავდნენ, რის შემდეგაც სახლი ყავის სურნელით ივსებოდა. მაგიდაზე შავ სასმელთან ერთად მოჰქონდათ ტკბილეულობა, სხვადასხვა მურაბა და ნამცხვარი.
ეს ყავის საფქვევი საბჭოთა ეპოქის უფრო ძველი პერიოდის არის. მას მაგიდაზე ამაგრებდნენ და შედარებით ბევრ ყავას ფქვავდნენ, შესანახად.
ფქვილი, ყავა და შაქარი რომ არ დანესტიანებულიყო, საბჭოთა პერიოდში დიასახლისები მას თიხის ჭურჭლებში და კასრებში ინახავდნენ. ბევრი ახლაც ამით ინახავს სურსათს.
იშვიათად იყიდებოდა არყისა და ლიქიორის ჭიქები. ასეთ ჭურჭელს «ვოენტორგში» ჩუმად, დახლის “ქვეშიდან” ყიდიდნენ.
წვენსაწურის ბადე ხორცსაკეპზე მაგრდებოდა, თუმცა ბევრი ამ ბადეებს არ იყენებდა. ხშირად ისინი ყურადღების მიღმა რჩებოდნენ.
წვრილმანების ყიდვა ხისა და რკინის კიოსკებში იყო შესაძლებელი. მათ ხშირად მაღაზიების ფუნქცია ეკისრად, სადაც წიგნების, გაზეთების და ჟურნალების ყიდვა შეგეძლო. ახლა ადგილობრივი ხელისუფლება ქუჩებიდან მსგავს ჯიხურებს აშორებს, რათა ქალაქს აკურატულობა შეჰმატოს.
საბჭოთა ავტმანქანები ახალქალაქის ქუჩებში ჯერ კიდევ გვხვდება. ავტომოყვარულები იშვიათ მანქანებს ინახავენ, ზოგი მოდერნიზებას უკეთებს, სხვები კი ჩვეულებრივ იყენებენ.
ასეთი მანქანებით ხშირად საბჭოთა კავშირის გზებზე, მიდიოდნენ საზღვაო სანატორიუმებში ან მინერალური წყლების კურორტებზე, საიდანაც სუვენირად მოხატული ლარნაკები ჩამოჰქონდათ ისევე, როგორც ახლა მაცივარზე მისაკრავი მაგნიტები ჩამოაქვთ.