ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), მაისში, წინა თვესთან შედარებით 959.72 მლნ ლარით (2.14%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.88%-ით გაიზარდა) და მაისის ბოლოს 45.73 მლრდ ლარი შეადგინა.

ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 286.06 მლნ ლარით (1.14%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 673.66 მლნ ლარით (3.41%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 0.55%-ით).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2023 წლის მაისის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 7.36 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.10%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 12.45 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 3.19%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.34%-ით მეტი).

2023 წლის მაისის განმავლობაში 2.18%-ით, ანუ 525.43 მლნ ლარით  გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მაისის ბოლოსათვის 24.68 მლრდ ლარი შეადგინა.

2023 წლის მაისის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 55.34 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, შემცირდა 0.55 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.14 პროცენტული პუნქტით).