გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთში 2 ივლისამდე ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსები უმეტესწილად წვიმას, ელჭექს  და სეტყვას ვარაუდობენ. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.

დღეს, 26 ივნისს სამცხე-ჯავახეთის ყველა მუნიციპალიტეტში, დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის, ხოლო საღამოს საათებში ცალკეულ მუნიციპალიტეტში ნავარაუდევი წვიმა და სეტყვა.

ახალციხეში, ადიგენში, ასპინძასა და ბორჯომში დღისით ტემპერატურა +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10, +12 გრადუსი იქნება.

საღამოს საათებში იწვიმებს მაღალ მთაშიც, ახალქალაქში, ბაკურიანსა და ნინოწმინდაში, ტემპერატურა დღისით +23, +25  გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +8, +10 გრადუსი.

27 ივნისს სამცხე–ჯავახეთში ნავარაუდევია წვიმა და ელჭექი, გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს დღის საათებში.

ახალციხეში, ადიგენში, ასპინძასა და ბორჯომში დღისით +23, +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +8, +10 .

ტემპერატურის კლებაა ნავარაუდევი მაღალ მთაშიც, ახალქალაქში, ბაკურიანსა და ნინოწმინდაში, დღისით +17, +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება.

28–დან 30 ივნისის ჩათვლით მცირე ნალექი შენარჩუნებული იქნება შუადღის და ღამის საათებში ახალციხეში, ადიგენში, ასპინძასა და ბორჯომში დღისით ტემპერატურა +25, +27 გრადუსამდე მოიმატებს, ღამით კი +10,+ 12 გრადუსი იქნება.

შუადღის საათებში დროგამოშვებით იწვიმებს მაღალ მთაშიც, ახალქალაქში, ბაკურიანსა და ნინოწმინდაში, ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8, +10 გრადუსია მოსალოდნელი.

პირველ ივლისს სამცხე–ჯავახეთის რეგიონის მასშტაბით კვლავ ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს, გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი და მოსალოდნელია ხანმოკლე ხასიათის წვიმა დღის განმავლობაში.