2022 წლის 1-ელი იანვრიდან 2023 წლის 5 ივნისამდე რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 9504 ბინა იყიდეს.
როგორც სადეპუტატო კითხვის პასუხად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ რომან გოცირიძისთვის მომზადებული პასუხიდან ირკვევა, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, 2022 წლის 1-ელი იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდისთვის რუსეთის 5 000 ფედერაციის მოქალაქის საკუთრების უფლება 6 135 საცხოვრებელ ბინა/ერთეულზე დარეგისტრირდა.
2023 წლის 1-ელი იანვრიდან 5 ივნისამდე პერიოდისთვის, რუსეთის 2 780 ფედერაციის მოქალაქის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 3 369 საცხოვრებელ ბინა/ერთეულზე.