23-24 ოქტომბერს თბილისის სამეცნიერო და კულტურულ ცენტრებში – „ჰაიარტუნi“ და „ჰოვანეს თუმანიანის სახლში“ სპეციალური საკონცერტო ღონისძიება და ლექციების სერია გაიმართა, ოეწყო გამოფენა, რომელიც მიეძღვნა დიდი სომეხი კომპოზიტორის, ალექსანდრე სპენდიარიანის 150 წლის იუბილეს. ინფორმაციას საქართველოში სომხეთის საელჩო ავრცელებს.
ღონისძიების სახელწოდება იყო – «ტიფლისი: მეორე შემოქმედებითი ცხოვრება», რომელზეც წარმოდგენილი იყო, ზუსტად 105 წლის წინ, კომპოზიტორსა და პოეტ ჰოვანეს თუმანიანთან საბედისწერო შეხვედრის დეტალები, ასევე ალექსანდრე სპენდიარიანის შემოქმედებითი და მეგობრული ურთიერთობა ქართველ კულტურის მოღვაწეებთან.
ღონისძიებების დასრულების შემდეგ ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს თბილისის კულტურის ცენტრ “ჰაიარტუნს”, “ჰოვანეს თუმანიანის სახელობის” სამეცნიერო ცენტრს, ერევნის ალექსანდრე სპენდიარიანის სახლ-მუზეუმა და იოჰანეს თუმანიანის მუზეუმს შორის.
ორდღიანი პროგრამა განხორციელდა საქართველოში სომხეთის საელჩოს, თბილისის კულტურის ცენტრ «ჰაიარტუნის», «ჰოვანეს თუმანიანის სახლის» სამეცნიერო ცენტრის, ერევანში ალექსანდრე სპენდიარიანის სახლ-მუზეუმისა და იოჰანეს თუმანიანის მუზეუმის თანამშრომლობით, ასევე, საქართველოში სომეხთა სამოციქულო ეკლესიის წინამძღვრის ლოცვა-კურთხევით.