მიმდინარე თვეში ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტომ საქართველოს სავაჭრო ქსელში გამოავლინა სათამაშოს 11 ნიმუში, რომელიც საფრთხეს უქმნის ბავშვის სიცოცხლეს.
„ყველა ამ სათამაშოს ძვრება პატარა ნაწილები, რომლებიც შეიძლება ბავშვის პირში მოხვდეს და მისი გაგუდვა გამოიწვიოს.
საფრთხის შემცველ სათამაშოებს შორისაა, როგორც ჩვილების, ისე მოზრდილი ბავშვებისათვის განკუთვნილი სათამაშოები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
საფრთხის შემცველი სათამაშოების სრული სია იხილეთ https://form.msa.gov.ge/