1 ივნისიდან პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო და ადმინისტრაცია რუსეთსა და ბელორუსში რეგისტრირებული საქონლით, პოლონეთ-ბელორუსიის საზღვრის გავლით, სატვირთო მანქანების მოძრაობას აკრძალავს. ცნობებს ორშაბათს გამოქვეყნებული მთავრობის ბრძანებაც აზუსტებს, ინფორმაციას კი “TASS”-ი ავრცელებს.
”1 ივნისის შუაღამიდან (ხუთშაბათი) ბელორუსის რესპუბლიკის საზღვარზე სატვირთო მანქანებისთვის, ტრაქტორებისთვის, მისაბმელიანი მანქანებისთვის, მათ შორის ნახევრადმისაბმელიანი და საგზაო მატარებლებისთვის, რომლებიც ბელორუსის რესპუბლიკის ან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზეა რეგისტრირებული, საქონლის გადაადგილება შემდგომ განკარგულებამდე შეჩერდება“, – ნათქვამია დოკუმენტში.
გადაწყვეტილება ოფიციალურ გაზეთში გამოქვეყნდა და ძალაშიც შევიდა.