დღეს, 14 მაისს, სომხეთში, 16 მარტიდან გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა კიდევ 30 დღით, 13 ივნისამდე გახანგრძლივდა.
გადაწყვეტილება სომხეთში, დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე მიიღეს.
დღეიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებებში და იზოლატორებში ერთი ამანათის ან პაკეტის მიღება და გაგზავნა კვირაში ერთხელ დაიშვება.
ჯერ ისევ აკრძალულია პატიმრებთან ვიზიტები, მაგრამ ახლობლებს შეუძლიათ მათ ვიდეოზარის საშუალებით ესაუბრონ.
სომხეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 28 თებერვალს დადასტურდა. 29 წლის კაცი, ირანიდან მეუღლესთან ერთად დაბრუნდა.
14 მაისის 11:00 საათის მონაცემებით სომხეთში კორონავირუსის 3 860 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, გამოჯანმრთელებულია 1 572, ხოლო გარდაცვლილია 49 ადამიანი.