ახალქალაქში 27 მაისს მაშტოც-დარბინიანის გზაჯვარედინზე რიფსიმე ხაჩატრიანს ძაღლები თავს დაესხნენ, წააქციეს და დაკბინეს. ქალმა გაქცევა მოახერხა და სამედიცინო დახმარებაც მიიღო.
დაშავებულს საავადმყოფოში ინექცია გაუკეთეს. ძალიან შეშინებულია, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია.
“ჩემი შვილი რომ ყოფილიყო, შიშისგან გული გაუჩერდებოდა. როგორ მოვიქცეთ?”, – ამბობს ის.
მსხვერპლმა 3 ძაღლისგან თავის დაღწევა მაშტოცის ქუჩის მცხოვრებლების წყალობით მოახერხა, რომლებიც დასახმარებლად გამოვიდნენ.
პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ძაღლები მის ოჯახის წევრებს თავს ესხმიან. შეაშინეს მისი შვილიც, რომელიც გაიქცა და ვეღარ უკბენეს. შემთხვევის შემდეგ მერიასაცა დაუკავშირდნენ.
„ცხელ ხაზზე დავრეკეთ და მითხრეს, მერიას დავკავშირებოდი. თავდაპირველადაც მათ მივმართეთ და ამას შედეგი არ გამოუღია“, – განმარტავს იგი.
2023 წლის პირველი 5 თვის განმავლობაში ახალქალაქში ადამიანებზე ცხოველთა თავდასხმის 55-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა და თავდამსხმელთა უმეტესობა მაწანწალა ძაღლები იყვნენ.
არაერთი პრეტენზიის მიუხედავად, ადგილობრივი ხელისუფლება ამ პრობლემას არ აგვარებს, რადგან საქართველოს კანონმდებლობით, მაწანწალა ძაღლების მხოლოდ დაჭერა, სტერილიზაცია, დაჩიპვა და საცხოვრებელ ადგილას დაბრუნება შეუძლიათ.
ბოლო 6 თვის განმავლობაში ახალქალაქის მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ 61 ძაღლი დაიჭირეს და სტერილიზაციისთვის თავშესაფარში გადაიყვანეს. გეგმის მიხედვით, ერთ წელიწადში 140 ძაღლს სტერილიზაცია 22 000 ლარზე ცოტა მეტი თანხით ჩაუტარდება.