21-25 მაისს ახალქალაქში “საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრმა” (GSAC), “ნატოს” საჯარო დიპლომატიის დეპარტამენტის მხარდაჭერით, თემაზე „ეთნიკური უმცირესობები დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული საფრთხეების საპასუხოდ“ახალგაზრდებისთვის პროგრამა წამოიწყო.

IMG_9856

IMG_9861

პროგრამა ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის, მასწავლებლებისა და ახალგაზრდებისთვისაა გამიზნული, რომლებიც ახალქალაქში, ბოლნისსა და დმანისში ცხოვრობენ.

პროგრამის ფარგლებში “GSAC”-ის ორმა ექსპერტმა, ვახტანგ კაპანაძემ და ნატო ბაჩიაშვილმა სერია დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული ომის, ნატოს, მისი სტრუქტურის, მიზნებისა და ფუნქციონირების და მრავალი სხვა თემაზე ტრენინგების ჩაატარეს.

IMG_9876

ტრენინგის ბოლო დღეს ცენტრმა ბავშვებისთვის თამაში მოაწყო, რომელშიც სხვადასხვა კომპანიის სახელით ჯგუფებად დაყოფილ მონაწილეებს დეზინფორმაციის მოფიქრება მოუწიათ. ახალგაზრდები ძალიან კმაყოფილნი დარჩნენ ტრენინგით, რის შემდეგაც მონაწილეობის სერტიფიკატებიც მიიღეს.

IMG_9881

„ტრენინგი ბევრი ახალი რამის შესწავლაში ნამდვილად დაგვეხმარა. მაგალითად, ბევრი რამ შევიტყვეთ დეზინფორმაციის შესახებ, რომ ყოველი ვიდეოს ან კომენტარის დაჯერება არ შეიძლება, რადგან ეს შეიძლება იყოს ტყუილი. ვისწავლეთ როგორ გადავამოწმოთ ცნობები. ეს მომავალში ძალიან გამოგვადგება, რადგან 21-ე საუკუნეში დეზინფორმაცია ძალიან ხშირია“, – ამბობს ტრენინგის მონაწილე კარინა გალოიანი, ახალქალაქის რუსული სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე.

IMG_9886

როგორც ტრენერმა ნატო ბაჩიაშვილმა აღნიშნა, ჰიბრიდული ომებისა და დეზინფორმაციის ეპოქაში ვცხოვრობთ და ამიტომ ასეთი ტრენინგები ძალიან მნიშვნელოვანია.

პროექტი „ეთნიკური უმცირესობები დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული საფრთხეების საპასუხოდ“ მიზნად ისახავს შექმნას ეთნიკური უმცირესობების კრიტიკული მასა, რომელიც დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული ომის საფრთხეებს აცნობიერებს, და მიაწოდონ მათ შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა იდენტიფიცირებისა და განეიტრალებისთვის; რუსეთის მიერ დეზინფორმაციული კამპანიების შესახებ ცნობიერების ამაღლება, რომელიცსაქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას საფრთხეს უქმნის, ძალიან მნიშვნელოვანია.