ერთი თვის მონაცემების თანახმად პროექტ «ტელესკოლის» გაკვეთილები, რომლის ტრანსლირება «1TV.GE» არხზე ხდება, 1 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა, ხოლო Youtube-ზე- 700,000 ადამინზე მეტმა. პროექტის პოპულარობა დღითიდღე იზრდება, უფრო მეტი და მეტი ხალხი უყურებს ონლაინ-მედიაში სატელევიზიო გაკვეთილებს. პროექტი თავის წარმატებას «აღნიშნავს», თუმცა ჯავახეთის ზოგიერთ სოფელში არც კი სმენიათ ამ პროექტის შესახებ, შესაბამისად, არც უყურებენ.
რამდენიმე დღის წინ Jnews-ის რედაქციაში ახალქალაქის რაიონის ერთ-ერთი სოფლიდან შემოვიდა სატეკეფონი ზარი, აინტერესებდათ, ნამდვილად თუ არსებობს მსგავსი პროგრამა და როგორ უნდა ადევნონ მას თვალყური.
Jnews-ი შეეცადა გაერკვია, რამდენად უყურებენ ახალქალაქის რაიონში «ტელესკოლის» პროექტს. აღმოჩნდა, რომ ახალქალაქის რაიონის ზოგიერთმა სკოლამ მონაწილეების ნახვების სიხშირე ფორმალურად მიუთითა, რომ პროექტს მოსწავლეების 90% უყურებს. რეალურად, ეს ასე არ არის. ნახვების სიხშირის გამოსათვლელად მოსწავლეებს შორის გამოკითხვა ჩატარდა, თუმცა ყველა სკოლაში არ ჩატარებულა.
მასწავლებლები ამ პროექტს დადებითად აფასებენ და მოსწონთ, თუმცა აღნიშნავენ, რომ მოსწავლეებს ვერ აიძულებენ ტელეგაკკვეთილებს ყოველთვის უყურონ.
რა თქმა უნდა, არიან მასწავლებლები, რომლებმაც სოციალურ ქსელებში მოსწავლეებისა და მშობლებისათვის სპეციალური ჯგუფები შექმნეს, და ჯგუფში ყოველთვის აგზავნიან ტელეგაკვეთილების ვიდეოჩანაწერებს, რათა მათ შეძლონ მეცადინეობების ყურება.
«ყოველთვის ვეკითხები მოსწავლეებს რაზე იყო ვიდეოჩანაწერი. მე ვთვლი, რომ ჩემი ვალდებულებაა ამ მხრივ ვაკონტროლო ისინი»,- თქვა ერთ-ერთმა მასწავლებელმა.
ხოლო სხვა მასწავლებელმა აღნიშნა: «ჩემი მოსწავლეების უმეტესობა ამბობს, რომ ეს ტელეარხი არ აქვთ. არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ, რომ თვალები სტკივათ და დიდხანს ვერ უყურებენ, ამიტომ მე მათ არ ვაძალებ».
იმ მშობლების უმეტესობამ, ვინც Jnews-ის გამოკითხვაში მიიღო მონაწილეობა, ტელესკოლის შესახებ იცის, მაგრამ მათი შვილები გაკვეთილებს არ უყურებენ.
ამასთანავე ახალქალაქში არიან მშობლები, რომლებიც ბავშვებთან ერთად უყურებენ გაკვეთილებს.
«ჩემი შვილი მეორე კლასშია, მე მასთან ერთად ვჯდები და ვუყურებ, თუ რამე გაუგებარია, ვუხსნი. ჩვენ ეს მოგვწონს, ძალიან კარგი პროექტია, მართალია, გვინდა, რომ ბავშვმა სკოლაში იაროს, მაგრამ რას ვიზამთ»,- თქვა მეორეკლასელი მოსწავლის მშობელმა, ანნამ.
სხვა მშობელმა დაამატა, რომ ისინიც უყურებენ ტელეგაკვეთილებს, თუმცა კვირაში ერთი დღე საკმარისი არ არის. თითოეული კლასისათვის (ხშირად სამი-ოთხი კლასისათვის მიყოლებით) კვირაში ერთხელ 15 წუთით გათვალისწინებულია სომხურ ენზე გაკვეთილები მათემატიკაში, ბუნებასა და მშობლიური ენაში. ასევე კვირაში ერთხელ ეთნიკური უმცირესობებისათვის ქართლი ენის გაკვეთილია გათვალისწინებულია, ენის შესწავლის ყველა დონისათვის 1 საათი.
«მე ყოველთვის ვაკონტროლებ ბავშვებს, რომ უყურონ, მაგრამ კვირაში ერთი დღე ცოტაა. ხშირად ხდება, რომ მავიწყდება ამ პროექტის შესახებ. პირველ რიგში, პრობლემა მდებარეობს იმაში, რომ ერთი ვიდეოგაკვეთილი გათვალისწინებულია სამი კლასისათვის, უმცროსი კლასის მოსწავლეებს არ ესმით. მაგალითად, ჩემმა შვილმა ჯერ არ იცის რა არის წილადი, ვიდეოგაკვეთილში წილადზე საუბრობენ, ის ნერვიულობს, არ ესმის გაკვეთილში რაზეა საუბარი»,- დაამატა მან.
ვიდეოგაკვეთილები რუსული სკოლის მოსწავლეებისათვის არ არის, ამიტომ ისინი კვირაში ერთი დღე გაკვეთილების ყურების შესაძლებლობას არიან მოკლებულნი.
«ჩვენი ბავშვი რუსულ სკოლაში სწავლობს, ჩვენთვის არაფერი არ არის, ეს დისკრიმინაციაა»,- თქვა მშობელმა.
არიან ისეთი მასწავლებლებიც, რომელთა შვილებიც არ ესწრებიან ტელეგაკვეთილებს.
შეგახსენებთ, რომ «ტელესკოლის» გაკვეთილები მოიცავს როგორც ქართულ, ასევე არაქართულენოვან სექტორებს (სომხური, აზერბაიჯანული).
«ტელესკოლა-განათლების სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი პროექტია, რომელიც 30 მარტს დაიწყო. განათლების სამინისტროსთან ერთობლივად შემუშავებული იყო გაკვეთილების ცხრილი, რომელიც მოიცავს ეთნიკური უმცირესობებისათვის გათვალისწინებული პროგრამის გაკვეთილებს.
ტელეგაკვეთილებს სხვადასხვა საგნის გამოცდილი მასწავლებლები ატარებენ.