ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში ენერგოგამანაწილებელი კომპანია Energo Pro Georgia-ს 22 861 აბონენტიდან ელექტროენერგიის გამოყენების სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამით, აპრილის თვეში, 13 560 ისარგებლებს, რაც 508 აბონენტით მეტია, ვიდრე მარტში.
კომაპნია Energo Pro Georgia-ს პრესცენტრის ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 154 836 აბონენტიდან აპრილის თვეში ელექტროენერგიის შეღავათებით 100 948 აბონენტმა ისარგებლა.
ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში ელექტროენერგიის შეღავათები 13 052 აბონენტმა მიიღო, ხოლო აპრილში სახელმწიფო დაფინანსებას 13 560 აბონენტი მიიღებს.
საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 200 კილოვატამდე ელექტროენერგიას და 200 კუბამეტრამდე ბუნებრივ აირს მომხმარებელს, კომუნალურ გადასახადებს მთლიანად დაუფარავენ სამი თვის განმავლობაში: მარტში, აპრილსა და მაისში. ფინანსირება ამ აბონენტებისათვის, ასევე ითვალისწინებს წყლისა და დასუფთავების გადასახადს.