ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ყოფილ #1 სამხედრო ქალაქში 7 მიწის ნაკვეთი და 1 ბინა აუქციონზეა გატანილი. სიაში ძირითადად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები შევიდა.

მიწის ნაკვეთები:

1. სოფელ დილისკაში ყოფილი მეფრინველეობის ფერმის შენობა 179 396 კვ/მ, საწყისი ფასი 340 000 ლარი, განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 29 მაისი.

2. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სოფელ კარწახში 127 558 კვ/მ, საწყისი ფასი 178 000 ლარი, განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 29 მაისი.

3. სოფელ აფნიაში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და შენობა 29 110 კვ/მ ფართით, საწყისი ფასი 44 000 ლარი, განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 29 მაისი.

4. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სოფელ გოგაშენში 250 56 კვ/მ ფართობი, საწყისი ფასი – 31 500 ლარი, განაცხადების მიღების ბოლო ვადა – 29 მაისი.

5. არასასოფლო-სამეურნეო მნიშვნელობის მიწის ნაკვეთი სოფელ ლომატურცხში 10 472 კვ/მ ფართობი, საწყისი ფასი – 30 000 ლარი, განაცხადების მიღების ბოლო ვადა – 29 მაისი.

6. 15905 კვ/მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სოფელ ვაჩიანში, საწყისი ფასი – 29 000 ლარი, განაცხადების მიღების ბოლო ვადა – 29 მაისი.

7. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სოფელ ხოსპიოში და 46 089 კვ/მ ფართობის შენობა, საწყისი ფასი – 255 000 ლარი, განაცხადების მიღების ბოლო ვადა – 29 მაისი.

8. ბინა ახალქალაქში, ყოფილ #1 სამხედრო ქალაქში, 475 კორპუსში 9 ბინა. საწყისი ფასი 13 500 ლარი. ბინა მესამე სართულზეა, უძრავი ქონების ფართი არის 58.60 კვ.მ. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 23 მაისი.