სოფელ ოლავერდში გზის პრობლემა კვლავ მოუგვარებელია. მოსახლეობის თქმით, სიშორისა და გზების მდგონარეობის გამო, სასწრაფო დახმარების მანქანასაც კი არ მიდის სოფელში.
ალექსან პედიკიანი ჰყვება, რომ სასწრაფო დახმარების მანქანებს სოფელში მისვლა უჭირთ.
„ყველაზე დიდი პრობლემა არის გზა; სასწრაფოს რომ ვიძახებთ, გაჭირვებით მოდის, რადგან სოფელი შორსაა. ზამთარში გზა დღეების განმავლობაშია ჩაკეტილი“, – ამბობს ის.
ოლავერდის მცხოვრებლები აღნიშნავენ, რომ ტაქსის მძღოლებიც კი, როცა სოფლის სახელი ესმით, გაჭირვებით თანხმდებიან და ძალიან მაღალ ფასს ითხოვენ.
„ქალაქში ტაქსით ჩავდივართ და როცა შოფერს ვეუბნებით, რომ ოლავერდიდან ვართ, ისეთ ფასს ითხოვენ, რომ გაოცებული დარჩები – 30-40 ლარი. ამბობენ, ოლავერდამდე გზა არ არის, დანგრეულია. დამნაშავენი ვართ, შორს მდებარე სოფელში რომ ვცხოვროვთ? დაპირებებს არჩევნებზე იძლევიან და მერე ავიწყდებათ“, – განმარტავს სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები გაბრიელ მარტიროსიანი.
ამბობენ, რომ ხმის უფლება აქვთ, მაგრამ როგორც კი მოასფალტებულ გზას ეხებიან, არჩევანს არ აკეთებენ.
„ზამთარში ისე მოხდა, რომ ავადმყოფები სოფელ გომანში ციგებით წავიყვანეთ და სახანძრო სამსახურის მანქანაც მოვიდა“, – ამატებს გაბრიელი.
„ახალი მანქანა ვიყიდე, გზის არახელსაყრელი პირობების გამო კი ვერ ვიყენებ“, – ამბობს ოლავერდის კიდევ ერთი მკვიდრი.
ახალქალაქის რაიონის სოფელ ოლავერდის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ესაი ნერსესიანი განმარტავს, რომ გზები არც თუ ისე ცუდ მდგომარეობაშია, ყოველწლიურად სწორდება და წელსაც მოაწესრიგეს.
„ასფალტირებაზეც იზრუნებენ, წელს შეძლებისდაგვარად ნახევარს გააკეთებენ. ყოველწლიურად ასწორებენ და ქვიშას ყრიან“, – ამბობს ესაი ნერსესიანი.
სოფლის მოსახლეობა ამ საკითხზე საუბრით დაიღალა და უაზროდაც კი მიაჩნიათ.
„თავად ნახეთ გზების მდგომარეობა. ძალიან გვიჭირს, ხალხი პირველად რომ მოდის სოფელში, მეორედ აღარ ჩამოდის. კი ასწორებენ, მაგრამ ცალ მხარეს არხი იხსნება და წვიმისას ქვიშა წვიმის წყლით ირეცხება“.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და სამშენებლო სამსახურის უფროსი არა მოვსისიანი აცხადებს:
„წელს გზის პროექტს 8 მილიონი ლარის ფარგლებში შევადგენთ, მაგრამ ვერ ვიტყვი, ოლავერდიც შევა თუ არა სიაში. სავარაუდოა, გომანიდან გადავიდეთ ოლავერდში.
2022 წლის მარტში სოფელ ოლავერდის მცხოვრებლებმა ფეხით 14 კმ-ზე მეტი გაიარეს, რათა უკმაყოფილება მერიასთან გამოეხატათ. სოფლისკენ მიმავალი გზა ზედიზედ 6 დღე იკეტებოდა.
შეგიძლიათ გაეცნოთ:
ოლავერდში მოასფალტებული გზა სურთ
სოფელ ოლავერდის მოსახლეობა საპროტესტო აქციისთვის ქალაქში ფეხით გადავიდა