ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამის მოსახლეობას წყლის პრობლემა აწუხებს, რადგან არ აქვს სუფთა სასმელი, პირუტყვისა და სარწყავი სისტემისთვის გამოსაყანებელი წყალი.

ოკამში მცხოვრები ხმალაძე მერაბი ამბობს, რომ ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც უნდა მოგვარდეს, სასმელი წყალია. სოფლის მოსახლეობა სწორედ წყლით იწამლება, ამიტომ სასმელ წყალს ყიდულობს.

„ვიწამლებით, რადგან რამდენიმე წელია ქლორს ამატებენ. თევზებისთვის აუზები სასმელი წყლის გვერდით ააშენეს და ეს წყალი სასმელს ერევა. იმ წყალს, რომელსაც ვსვამთ, საშინელი სუნი აქვს და სუნსაც ვეღარ ვიშორებთ. თხოვნაა, წყალუ ქლორით მაინც გაასუფთავონ და გაწმინდონ. თევზი ჩვენზე უფრო მნიშვნელოვანია?”

სოფლის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ზაფხულის სეზონზე წყალს აუზიდან არ იღებენ, რადგან შარშან აუზში ბატკანი ჩავარდა და მცხოვრებლებმა არ იცოდნენ, რომ იმ წყალში სვამდნენ, რომელშიც მკვდარი ცხოველი იყო.

JNEWS-ის ცნობით, სოფელ ოკამაში წყალი დიდი ნაკადით მიედინება, მაგრამ ხალხი მას სასმელად და საყოფაცხოვრებო საჭიროებისთვის არ იყენებს.

ამ სოფლის მცხოვრებლებს მხოლოდ ერთი თხოვნა აქვთ: წყლის ქლორირება, აუზისა და სასმელი წყლის განცალკევება.

ოკამში წყალმომარაგებას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია უზრუნველყოფს. JNEWS-თან სატელეფონო საუბარში მათ განაცხადეს:

„იმ ტერიტორიებს, რომლებსაც კომპანია ემსახურება, ყოველდღიურად ამოწმებენ და მონიტორინგიც მიმდინარეოობს. ორგანული, ფიზიკური და ქიმიური, მიკრობიოლოგიური ანალიზის კვლევების საფუძველზე განისაზღვრება სასმელი წყლის ხარისხის შესაბამისობა ტექნიკური რეგლამენტით დამტკიცებულ სანიტარიულ მოთხოვნებთან. მოსახლეობის სიმშვიდისთვის სოფელში ჯგუფს ახლავე გავაგზავნით, მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებულები ვართ, წყალი შემოწმებულია“.

კომპანიაში აღნიშნეს, რომ არაერთხელ გაავრცელეს დეზინფორმაცია, მაგრამ როცა ჯგუფი შესამოწმებლად მიდის, პრობლემა არ აქვთ.

Shavadze Shota

სოფელ ოკამში პირუტყვისა და სარწყავი წყლის პრობლემაც აქტუალურია. მცხოვრებლები კი მეცხოველეობითა და სოფლის მეურნეობით არიან დაკავებულნი.

სოფლის ცენტრში ხელოვნური ტბაა, სადაც კანალიზაცია მიედინება და პირუტყვი ამ წყალს ვერ სვამს.

arhestakan lich

„სარწყავი წყალი ჩვენთვის ოცნებაა. საქონელი “ბემზის“ უკან გაჰყავთ, მერე ისევ უკან აბრუნებენ. ამ ტბას შუა სოფელში კანალიზაციის მილები უერთდება და ამ წყალს პირუტყვი სვამს“, – ამბობს რაზმიკ მღდესიანი.

მთის ქვემოდან ჩამოსული წყალი წელს დაშრა. სოფელში 1 500 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვია და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამის მოსახლეობას წყლის პრობლემა მაინც აწუხებს. სოფელში არც  სუფთა და არც პირუტყვის სასმელი თუ სარწყავი წყალია.

სოფლის მოსახლეობა პრობლემის მოგვარებას შემდეგნაირად გეგმავს: „წყალი მთიდან მოდის. ეს წყალი უნდა შევაგროვოთ და აუზი ავაშენოთ. თუ აუზი იქნება, ზამთარში თოვლის დნობის შემდეგ შეივსება და გაზაფხულზე სრულად დააკმაყოფილებს პირუტყვის სასმელ მოთხოვნილებას“.