ჯავახეთის ახალგაზრდა სპორტსმენი კიკბოქსიორები ევროპის ჩემპიონატიდან 6 მედლით დაბრუნდნენ.
ლატვიის დედაქალაქ რიგაში გამართულ ევროპის ღია ჩემპიონატში 13 ქვეყანა მონაწილეობდა. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობიდან შეჯიბრზე ჯავახეთის 8 სპორტსმენი გავიდა და 6 მედლით დაბრუნდნენ.
ოქროს მედალი და პირველი ადგილი სარგის ტონაკანიანმა და ალბერტ პალოიანმა დაიმსახურეს.
მე-2 ადგილები ვიქტორ ირიციანმა, რაზმიკ კამალიანმა, არშალუის ბორბორიანმა და რობერტ აპოიანმა დაიკავეს.
არტიუშ კირაკოსიანმა ბრინჯაო, ანუ მესამე ადგილი მოიპოვა.
სპორტსმენების ლატვიაში გამგზავრება ნაწილობრივ ახალქალაქის მერიამ დააფინანსა (ავიაბილეთები მერიის დაფინანსებით შეიძინეს). მოგზაურობას ხელი ქველმოქმედმა გაგიკ ავაკიანმაც შეუწყო, რომელიც წარმოშობით სოფელ ბუღაშენიდან არის.