ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიისთვის 1 100 ლიტრი მოცულობის 125 ერთეული ლითონის ნაგვის კონტეინერის შესყიდვაზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა ტენდერი გამოაცხადა. სერვისცენტრმა კი პირობა დადო, რომ ახალი ნაგვის ურნების მიღებისთანავე სოფელ ბუღაშენში დამატებით კონტეინერებს დაამონტაჟებდნენ.
125 ერთეული ნაგვის კონტეინერის შესყიდვაზე ტენდერი ახალქალაქის მერიამ 28 აპრილს გამოაცხადა, წინადადებების მიღება კი 10 მაისამდე გაგრძელდება. ტენდერის საწყისი თანხა 200 000 ლარია.
კონტეინერები შემდეგი ტექნიკური პარამეტრების მიხედვით უნდა შეიძინონ:
ახალქალაქის სერვისცენტრის ინფორმაციით, კონტეინერები არა მხოლოდ ქალაქში, არამედ სოფლებშიც განთავსდება, თუმცა ისინი ჯერ დაზუსტებული არ არის.
„ყოველგან კონტეინერების ნაკლებობის პრობლემაა და ნაგავს მინდვრებში, სოფლებში ყრიან. კონკრეტულად არჩეული სოფლების სია ჯერ არ გვაქვს, როცა კონტეინერები ჩამოვა, მაშინ გაირკვევა. თუმცა ვიცით, რომელი სოფლები საჭიროებს მათ. კონტეინერების ყველა სოფელში დამონტაჟებით ხარჯებიც გაიზრდება, რადგან ნაგავიც უნდა გაიტანონ, მაგრამ თანამშრომლები გვეყოლება, რომლებიც ნაგვის გატანის საფასურს შეაგროვებენ“, – ამბობს ახალქალაქის სერვისცენტრის დირექტორი მხითარ რსტაკიანი.
ბუღაშენში დამატებითი სანაგვე ურნები დამონტაჟდება
ბეჟანოს შესასვლელთან ნაგავსაყრელი არ ქრება