გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13 მაისს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგგან შესაძლებელია სეტყვა.

სინოპტიკოსების ცნობით, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

„მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.