26-28 მარტს, ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში, დასავლეთ საქართველოს დაბლობში +20, +25, მაღლობებში  +12, +17, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +14, +19 გრადუსი დაფიქსირდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29-30 მარტს საქართველოში, დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

თბილისში 26-28 მარტს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 29-30 მარტს კი გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა +16, +18 გრადუსი იქნება.