ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.4967 ლარი გახდა. კურსი, რომელიც 28 აპრილს მოქმედებდა, 2.4991 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0024 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7441 ლარია. მაშინ, როცა ძველი კურსი 2.7605 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0164 ლარი შეადგინა.

28 აპრილის ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში შევიდა 29 აპრილს.