ყოველდღიურად ლარი უფასურდება, საქართველოს ეროვნული ბანკის ინტერვენციაც კი მნიშვნელოვნად არ აისახება ეროვნული ვალუტის დაცემაზე, რატომ ხდება ასე, რა ახდენს გავლენას ამ პროცესზე, რატომ მყარდება ესა თუ ის უცხოური ვალუტა, ამის და სხვა მრავალის შესახებ JNEWS-ს პროფესორი, „რონდელის“ ფონდის ეკონომიკური საკითხების ექსპერტი ვლადიმერ პაპავა ესაუბრა.
– რატომ უფასურდება ლარის კურსი, რა ფაქტორები ახდენს ზეგავლენას ამაზე?
ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე, როგორც წესი ბევრი ფაქტორი მოქმედებს, ეკონომიკური და სხვა. მაგალითად, საერთაშორისო ურთიერთობების ცვლილება, პოლიტიკური სიტუაციის გაუარესება, არასტაბილურობა, — ეს ყველაფერი ნებისმიერი ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე აისახება. თქვენ იცით, რომ საქართველოში „უცხოური ზეგავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მიიღეს, კანონის თანახმად, ბევრი არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაცია, ასევე მედია, რომლებსაც 20%-ზე მეტი უცხოური დაფინანსება აქვთ, ანგარიში უნდა გაუწიონ და საკუთარი დეკლარაციები გამოაქვეყნონ.
საზოგადოების ზიგიერთი ნაწილი ამას უარყოფითად უყურებს. ამ კანონის მიღების წინააღმდეგ პროტესტი დაიწყო. შიდა პროტესტთან ერთად ჩვენი დასავლური პარტნიორების განცხადებები ისმოდა, როგორც ევროკავშირის, ასევე აშშ-ს მხრიდან, რომლებიც ასევე აკრიტიკებდნენ ჩვენს ხელისუფლებას, რომ კანონი არ იყოს მიღებული პარლამენტის მხრიდან. ამ ყველაფერმა იმოქმედა ქვეყნის სტაბილურობაზე, და ქვეყნის პოლიტიკურ სიტუაციაზე, ხოლო ეს თავის მხრივ გავლენას ახდენს ლარის კურსზე. რაც შეეხება სუფთა ეკონომიკურ ასპექტს, შეიძლება ითქვას, რომ საქართველომ ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს მიაღწია. ინფლაცია ზომიერია, 3%-ის ფარგლებში. ეკონომიკური ზრდა პირველი კვარტალის განმავლობაში 7%-ის ფარგლებში, ლარის კურსის ყოყმანის საფუძველი ქვეყანაში არ არის.
ლარის გაუფასურბაზე იმოქმედა პოლიტიკურმა არასტაბილურობამ, რომელმაც ბოლო თვეების განმავლობაში იმოქმედა საქართველოზე და საზღვრებს ფარგლებს გარეთ საქართველოს მიმართ ურთიერთობაზე.
– ერთ თვეში ეროვნულმა ბანკმა მსხვილი ინვესტიციები გააკეთა, რატომ არ მოახდინა გავლენა ამან ლარის კურსის სტაბილიზაციაზე?
რაც შეეხება საქართველოს ეროვნული ბანკის ინვესტიციებს, ეს შეესაბამება იმ წესებს, რომლებიც საერთაშორისო პრაქტიკით არის მიღებული, როცა ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის სტაბილურობის შენარჩუნებას ცდილობს. პოლიტიკური არასტაბილურობა, საქართველოს მიმართ საყვედურები გრძელდება, ეს მოქმედებს არასტაბილურობაზე. ამასთანავე ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ძალიან მალე, ოქტომბრის ბოლოს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იქნება. ოპონენტებს (მართველი პარტია) საზღვარგარეთიდან გარკვეული მხარდაჭერა აქვს, და ეს ყველაფერი პოლიტიკურ სიტუაციას ამძაფრებს.
– ეროვნულ ბანკს კიდევ რის გაკეთება შეუძლია ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილიზაციისთვის?
ეს არის პრენეციის დახმარებით ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის მხარდაჭერა, რომ კურსი მკვეთრად არ დაეცეს. ვფიქრობ, ეროვნული ბანკი საკმაოდ თავშეკავებულად იქცევა, ორი თვის განმავლობაში დახარჯულია 160 მლნ დოლარი, თუკი გავითვალისწინებთ, რომ პირველი კვარტალის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა საქართველოს სავალუტო ბაზრიდან 280 მლნ დოლარი უკვე იყიდა, მაშინ 160 მლნ დოლარზე მეტი დახარჯული თანხა შედის იმ თანხაში, რომელიც ეროვნულმა ბანკმა საქართველოში უცხოური ვალუტის დიდი ინვესტიციის შედეგად მიიღო.
ყველაზე მნიშვნელოვანი – პოლიტიკური სიტუაციის გამოსწორება, პოლიტიკური სიტუაციის განმუხტვა, ეს არის ერთადერთი მეთოდი. მალე საპარლამენტო არჩევნებია და პოლიტიკური სიტუაციის განმუხტვა დაეხმარება. ამასთანავე, საქართველოს მთავრობას, საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს დასავლეთის ქვეყნებთან საკუთარი ურთიერთობების გადატვითვა სჭირდებათ, განსაკუთრებით ევროკავშირთან და აშშ-სთან, ახალი კონტაქტების შექმნა, ახალი ურთიერთობები, რათა პოლიტიკური ხმაური როგორმე დაამშვიდონ, რომელიც ამჟამად საქართველოს ირგვლივ არსებობს.
– რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს ლარის გაუფასურება?
ამ კითხვაზე ვერავინ გიპასუხებთ. მსოფლიოში ეროვნული ვალუტის ზოგადი პროგნოზირებით არავინ არის დაკავებული, პრინციპში, შეუძლებელია, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად მალე შეძლებს საქართველო ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობის დამყარებას. როდესაც ეს ნაბიჯები, რომლებიც ლარის არასტაბილურობაზე მოქმედებს, დღის წესრიგიდან გაქრება.
– სუფთა პოლიტიკური თვალთახედვიდან ლარის ევროსთან და დოლართან მიმართებით გაუფასურება გასაგებია, მაგრამ ლარის მიმართებით რუბლის კურსი რატომ მყარდება?
როგორც ჩანს, ეს რუსეთის ეროვნული ბანკის სტრატეგიაა, მაქსიმალურად ხელი შეუწყონ საკუთარი ეროვნული ვალუტის გამყარებას.