24 აპრილს 19:00 საათზე სომეხთა ეპარქიის სულიერი წინამძღვრის ვარდაპეტ ტერ კირაკოს დავთიანის და საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის აშოტ სმბატიანის ინიციატივით გენოციდიდან 108 წლის გასვლასთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა, რომელიც თბილისში ვასო აბაშიძის სახელობის სახელმწიფო ახალ თეატრში შედგა.

დარბაზი მაყურებლებით შეივსო. ღონისძიებას სომხური თემის წარმომადგენლები, ოფიციალური პირები,  საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-პრეზიდენტის ხელმძღვანელობით საქართველოს საზოგადო მოღვაწეები და სხვანი ესწრებოდნენ.

ღონისძიება სიმღერით „არი იმ სოხაკით“ გაიხსნა, შემდეგ კი საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩი აშოტ სმბატიანი სიტყვით გამოვიდა.

„მთელი მსოფლიო უკვე 108-ედ იხსენებს 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდისას დაღუპულთა ხსოვნას. გვახსოვს და პატივს მივაგებთ, ეს თითოეული ჩვენგანის მისიაა. დანაშაულის მოწმეები ცოცხლები აღარ არიან და დროა გავიხსენოთ. ისტორიის დავიწყების ფასი მისი გამეორებაა”.

despan

სიტყვით ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი, დოქტორი ლაშა ბაქრაძეც გამოვიდა.  გამოსვლა ჯემალ ფაშას მკვლელობის ეპიზოდებთან დაკავშირებული სიუჟეტით დაიწყო, პროგრამა „ნემეზზე“, ტერმინ „გენოციდზე“ ისაუბრა და გამოსვლა შემდეგი სიტყვებით დაასრულა: – „გამარჯობა, მეგობრებო! გაუმარჯოს სომეხ ხალხს! ასეთი უბედურება აღარასოდეს უნდა დავუშვათ“.

ღონისძიებაზე ფორტეპიანოზე ანაჰიტ სტელმაშოვამ და არსენ კარაპეტიანმა დაუკრეს.

ereko

დამსწრე საზოგადოებას ჰარუთიუნ კაჟირიანისა და მისი ოჯახის ისტორიაც გააცნეს, რომლებიც განადგურებას გადაურჩნენ.

ereko 2

ღონისძიების დასასრულს სომეხთა გენოციდის წამებული და უკვე წმინდანად შერაცხული მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი შუამავალი ლოცვა აღევლინა.

ereko 1