ახალქალაქის ქუჩების ორმოების შეკეთების ტენდერი პირველივე ცდაზე შედგა, მშენებელი ცნობილია.

ტენდერი ახალქალაქის მერიამ 28 მარტს გამოაცხადა, წინადადებების მიღება 18 აპრილს დასრულდა. ტენდერის თავდაპირველი თანხა 300 000 ლარი იყო. იგი ამავე თანხით “ჯავახავტოგზამ” მოიგო. ტენდერი ახლა შერჩევისა და შეფასების ეტაპზეა.

სამუშაოები დამკვეთის ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით უნდა შესრულდეს. ზუსტი მონაცემები კლიმატური პირობების გაუმჯობესების შემდეგ (თოვლის სრული დნობის შემდეგ) დადგინდება. სამუშაოები მოიცავს დაზიანებული ასფალტობეტონის საფარის მოხსნას, მოცილებას შემდეგ ნაგვის გატანას, ნაწიბურის მოჭრას და ბიტუმის ჩამოსხმას, თხევადი ბიტუმის წასმას გვერდებზე 0,6 კგ/მ², შემდეგ კი ასფალტის საფარის ზედა ფენის დაგებას.

ახალქალაქში თოვლთან ერთად ასფალტიც დნება და თითქმის ყველა ქუჩაზე დიდი და გაუვალი ორმოები გაჩნდა. ეს პრობლემა ყოველ წელს აქტუალურია. ორმოების გაჩენის მიზეზი გზის გადატვირთვა თუ უხარისხო სარეაბილიტაციო სამუშაოებია, უცნობია.

გასულ წელს ახალქალაქის ქუჩების ორმოების შეკეთების ტენდერი მონაწილეების არარსებობის გამო რამდენჯერმე გამოცხადდა