ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლები კოჩიო და სირკვა სხვა, შორეულ სოფლებთან შედარებით კეთილმოწყობილია. მაგრამ მაინც ბევრი პრობლემა აქვთ: კარტოფილი არ იყიდება, კოჩიოში ქუჩა ტროტუარის გარეშე მოასფალტდა, სირქვაში საერთოდ არ იყო ასფალტირებული, ასფალტირებულ გზაზე არ დამონთაჟებულა სიჩქარის მარეგულირებლები, ახალგაზრდებს დროის გასატარებელი ადგილი, სპორტული მოედანი არ აქვთ, სოფლებში არც საზოგადოებრივი ტრანსპორტია.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის შორეულ სოფლებში პროექტის „ახალქალაქის მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური განვითარება ინფორმაციის მეშვეობით“ ფარგლებში, ორგანიზაცია „ღია საზღვრები“ (Jnews) 6 აპრილს სოფელ კოჩიოსა და სირქვას მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრები საინფორმაციო ხასიათის იყო: მოსახლეობას ახალქალაქში არსებული სერვისების სრულად გამოყენების შესახებ ესაუბრნენ. შეხვედრებისას ისეთი პრობლემებიც გამოიკვეთა, რომელთა გადაწყვეტისთვის ადვოკატების დახმარებაა საჭირო.
სოფელ კოჩიოსა და სირქვაში შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაცია „ღია საზღვრების“ თანადამფუძნებელი და Jnews-ის ჟურნალისტი შუშან შირინიანი და არასამთავრობო ორგანიზაცია „ღია საზღვრების“ დირექტორი და ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორი რიმა ღარიბიანი გაუღძვნენ.
სოფელ სირქვაში 23 მეურნეობა და 100-მდე მოსახლეა, მაგრამ შეხვედრაზე მხოლოდ 25 ადამიანი მოვიდა. სახელმწიფო ჯანმრთელობის დაზღვევის, სასოფლო-სამეურნეო პროგრამების, სოციალურად დაუცველის სტატუსის მოპოვების, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის ან შენარჩუნების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სახელმწიფო რეგისტრაციის და მრავალი სხვა საჯარო სერვისის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. სოფელ სირქვას მცხოვრებლებმა ახალქალაქში არსებული მომსახურების შესახებ იცოდნენ და ზოგიერთს უკვე იყენებენ, მაგრამ ნორმალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის არქონის გამო სრულ მომსახურებას ვერ იღებენ.
შეხვედრაზე დამსწრეები აქტიურები და დაინტერესებულნი იყვნენ. არასამთავრობო ორგანიზაცია „ღია საზღვრების“ წარმომადგენლებმა მოსახლეობას მოუსმინეს. აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდებს არ აქვთ ადგილი, სადაც ერთმანეთს შეხვდებიან და თავისუფალ დროს გაატარებენ. სოფელში ქუჩის ტრენაჟორები და სათამაშო მოედნის დამონტაჟებაც სურთ. ყველაზე მეტად მაინც მუდმივი საზოგადოებრივი ტრანსპორტი სჭირდებათ. სოფელში არიან მოსწავლეები, რომლებიც ახალქალაქში სწავლობენ და ქალაქში ნაქირავებ ბინებში ცხოვრობენ, რაც დამატებითი ხარჯებია. სოფლის ბავშვებს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ ახალქალაქის სპორტულ, სამხატვრო, მუსიკალურ სკოლებში იარონ.
სოფელ კოჩიოში 100 კომლი ცხოვრობს. კოჩიოს მოსახლეობა ჩიოდა, რომ სოფელში ბევრი კარტოფილია დარჩენილი – 500 ტონა – მაგრამ მყიდველები არ არიან. აკოპიან ვარდანუი კლუბის არასახარბიელო მდგომარეობაზე, დაბინძურებულ სასმელ წყალზე, გზის უსაფრთხოებაზე საუბრობდა.
მოსახლეობად გზის მშენებლების მიმართ ბევრი პრეტენზია აქვს, რადგან ორივე მხრიდან არხების გარეშე აშენდა, არც სიჩქარუს მარეგულირებლებია და გზის უმეტეს ნაწილზე ტროტუარებიც არ არის, თუმცა ისინი სოფლის სკოლასთანა ძალიან სჭირდებათ.
„ასფალტი კარგია და ძალიან გვიხარია, მაგრამ გზა არხების გარეშე აშენდა, მიწით ამოივსო და წყალი ასფალტის ქვეშ მიედინება, რაც მასვე აზიანებს. არც სიჩქარის მარეგულირებლებია და მანქანები ძალიან სწრაფად დადიან. გზას არ აქვს ტროტუარები, რაც ბავშვებისა და მოზრდილების საშიშია“ – ამბობს იურა პაპიკიანი.
სოფელში ასფალტის გზა 1400 მ სიგრძისაა, ტროტუარი 200 მ სიგრძეზეა აშენებული, დანარჩენი კი თავისუფალია, არადა ბავშვები სკოლაში მისასვლელად სოფლის ქუჩებს გადიან. სოფელ კოჩიოს გზა 2019 წელს დაიგო.
მოსახლეობა ჩივის, რომ სოფელში მოსახლეობის ხარჯზე აშენდა სამედიცინო პუნქტის შენობა, რომელიც დღემდე უფუნქციოა და აღჭურვილობა, ექიმები და ექთნები არ ჰყავთ.
პროექტს „ახალქალაქის მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური განვითარება ინფორმაციის საშუალებით“ ორგანიზაცია „ღია საზღვრები“ სოფლების მოსახლეობის დახმარების მიზნით ახორციელებს. მის ფარგლებში სოფლების მდგომარეობა ზოგადად შეისწავლეს, რის შემდეგაც ის კონკრეტული სამიზნე სოფლები შეირჩა, რომლებსაც ყველაზე მეტი პრობლემა აქვთ. კოჩიოსა და სირქვას მოსახლეობასთან შეხვედრამდე Jnews-ი სოფლის პრობლემებს გაეცნო. საინფორმაციო შეხვედრის მთავარი მიზანი არა მხოლოდ მოსახლეობის ინფორმირება, რათა სხვადასხვა მომსახურებით სარგებლობა შეძლონ, არამედ მათი მოსმენა და პრობლემების გარკვევაა.