28 მარტიდან ჩუტყვავილას შემთხვევების გამო სოფელ ხულგუმოში საბავშვო ბაღი ორი კვირით დაიხურა.
ახალქალაქის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის თქმით, ჩუტყვავილას შემთხვევები არა მხოლოდ ბავშვებს, არამედ აღმზრდელებს შორისაც დაფიქსირდა.
„ჩუტყვავილათი ავადდებიან არა მხოლოდ ბავშვები, არამედ აღმზრდელებიც. რამდენიმე შემთხვევის გამო საბავშვო ბაღი არ დავკეტეთ, მაგრამ ახლა დაავადებულთა რიცხვი დღითი დღე იზრდება და საბავშვო ბაღიც ორი კვირით დავხურეთ“, – განმარტა ანაჰიტ ასატურიანმა.
ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის სირანუშ ტონაკანიანის თქმით, ხულგუმოში ჩუტყვავილას 10 შემთხვევა დაფიქსირდა.
„სხვა საბავშვო ბაღებიდან ზარები ჯერ არ მიგვიღია. ქალაქის საბავშვო ბაღებში ინსპექტირება ჩავატარეთ, მაგრამ ჩუტყვავილას შემთხვევა არ დაფიქსირებულა“, – ამბობს იგი.
ჩუტყვავილას გახშირებული შემთხვევების გამო სოფელ სულდაშიც დაიხურა საბავშვო ბაღი, მაგრამ ამჟამად ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.
როგორ უნდა მოიქცეთ ჩუტყვავილით დაინფიცირების შემთხვევაში:
ახალქალაქში ბავშვებს შორის ჩუტყვავილა გავრცელდა