3 აპრილიდან ახალქალაქის აუზის მუშაობა საბოლოოდ განახლდება,. ინფორმაციას აუზის ადმინისტრაცია ავრცელებს. დაწესებულება გასული წლის სექტემბრიდან დახურულია.
ახალქალაქის აუზის დირექტორის მარტინ გაბრიელიანის თქმით, რეგისტრაცია უკვე დაწყებულია. აუზი თავდაპირველად სექტემბრის დასაწყისში ერთი თვით დაიხურა. დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით, გაწმენდის შემდეგ, ოქტომბრის დასაწყისში უნდა გახსნილიყო, რადგან ეს პერიოდი წყლის ჩამოსხმისთვის, გაწმენდისა და გაცხელებისთვის საკმარისია. თუმცა გახსნა 7 თვით, აუზის დირექციის თქმით, რემონტის გამო გადაიდო. ყოველ ჯერზე აუზის გახსნა თვეებით იგვიანებდა და ეს პირველი შემთხვევა არ იყო.
დირექცია აუზის გახსნას გასული წლის ოქტომბერ-ნოემბერში გეგმავდა. ადგილობრივ ხელისუფლებაში სარგებლობის ფასის გაძვირებასაც განიხილავდნენ. თუმცა, როგორც დირექტორმა მარტინ გაბრიელიანმა თქვა, ფასი ჯერ არ შეცვლილა.
2023 წლისთვის ახალქალაქის აუზის ბიუჯეტი 248 000 ლარს შეადგენს, 2022 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან იგივე თანხა გამოყვეს.