24 მარტს აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ახალქალაქში ვიზიტის ფარგლებში ჯავახეთის ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას შეხვდა.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი მეორე დღეა ახალქალაქს სტუმრობს. ეს საქართველოს რეგიონში მისი, როგორც აშშ-ის ელჩის, უკვე მესამე ვიზიტია. იგი არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას შეხვდა და მათი განცხადებები და კითხვები მოისმინა. შეხვედრა ახალქალაქში, SEREC-ის ოფისში გაიმართა.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა ელჩს კელი დეგნანს თავიანთი შიშები და გამოცდილება გაუზიარეს, რუსეთზე ეკონომიკურად დამოკიდებული რეგიონის სპეციფიკაზე ისაუბრეს. ხზი გაუსვეს ფაქტსაც, რომ ცენტრალურისაგან განსხვავებით რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის როლი ნელნელა კლებულობს, რისი მიზეზიც რეგიონების დუმილია: როდესაც დიდ ქალაქებში საპროტესტო აქციები ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის წინააღმდეგ იმართებოდა, რეგიონებში არაფერი ხდებოდა. ცენტრიდან შორს რუსული მედიით რუსული პროპაგანდა ძლიერდება, რადგან ადგილობრივი მოსახლეობა სწორედ ასეთ არხებს უყურებს და ასე ეცნობიან ქვეყანაში მიმდინარეობს პროცესები. არაკომერციული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა რეგიონებში მუშაობისადმი დამოკიდებულების შეცვლისა და წარმატებული ფორმულის შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრეს, რომელიც ადრე წარმატებული იყო. რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციები ბენეფიციარიდან პარტნიორებამდე უნდა გაიზარდოს. მიდგომის შეცვლა რეგიონებისა და რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციების განვითარებას შეუწყობს ხელს. როგორც ნებისმიერ სფეროში, აქაც საჭიროა დეცენტრალიზაცია.
ელჩმა ყოველი წინადადება მოისმინა და აუდიტორიასთან გავაცხადა, რომ ცვლილებები აუცილებელია. მისი თქმით, აშშ საქართველოს ომში ჩათრევით არ არის დაინტერესებული. მისი მიზანი ქვეყნების განვითარება, მათი მრავალფეროვნებისა და ორიგინალობის შენარჩუნებაა, რათა ომი დასრულდეს და ადამიანებმა მშვიდობიანად იცხოვრონ, შექმნან და განვითარდნენ.
„აშშ 30 წელია საქართველოს განვითარებასა და უსაფრთხოებაში ინვესტიციას დებს. როგორ უნდა უნდოდეს მას ქვეყნის ომში ჩართვა?“, – აღნიშნა მან და აუდიტორიას სთხოვა, საწინააღმდეგო ინფორმაცია არ დაიჯერონ.
საქართველოში აშშ-ის ელჩი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ სოფელ კოთელიაში გაემგზავრა, სადაც საელჩოს მიერ დაფინანსებულ პროექტს “ჭკვიან სოფელს” უნდა გაცნობოდა.
ელჩის სოფელში გამგზავრების შემდეგ “SEREC”-ის ოფისში არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ტრენინგი ჩატარდა, სადაც აშშ-ის საელჩოს თანამშრომელმა არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობებზე, საქართველოში აშშ-ის საელჩოს დაფინანსების შემთხვევაში დაგეგმილ სხვადასხვა აქტივობებსა და განვითარებაზე ისაუბრა.