საქართველოში კორონავირუსის 754 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 438 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 18 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 35 928 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 16 639, „პისიარ“ ტესტით – 19 289.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,1%, ბოლო 14 დღის – 2,47%, ბოლო შვიდი დღის – 2,33%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 362 937 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 348 705 გამოჯანმრთელდა, 5 255 კი, გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 251 529 ადამიანი, დღიურად აცრილია 2 984.
კარანტინის რეჟიმშია 35, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 592 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 585 პირი.
ამასთან, 25 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 699 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 614 პაციენტი.