ახალქალაქის ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილებებია, რომელიც რეგიონში ტურიზმის განვითარების 5-წლიან პროექტსაც ეხება, მაგრამ ტურიზმის განვითარების პროექტისთვის თანხა არ არის გამოყოფილი.
ახალქალაქის რეგიონში ტურიზმის განვითარების 5-წლიან გეგმისთვის კონკრეტული ვადები არ არის მითითებული. პროექტი იმ სამუშაოების ჩამონათვალია, რომელიც მისი განვითარებისთვის უნდა განხორციელდეს.
პროექტში აღნიშნულია, რომ იმუშავებენ ეკოტურიზმზე, გასტრონომიულ, ფოლკლორის, სპორტულ, ისტორიულ და სამთო ტურიზმზე, რეგიონში ისტორიული და კულტურული ძეგლების განვითარებაზე: ახალქალაქის ციხე, ეკლესიები და სამონასტრო კომპლექსები. ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით დიდი პოტენციალი ჯავახეთის ტბებსაც აქვს.
პროექტში ქალაქის ადგილობრივი ისტორიის მუზეუმის შესახებ ცალკე პუნქტია გამოყოფილი: „მუზეუმში ბევრი საინტერესო ექსპონატია, რომელთა სახელები ქართულ და ინგლისურ ენებზე უნდა ითარგმნოს. მუზეუმმა უნდა უზრუნველყოს კვალიფიციური გიდის მომსახურება 4 ენაზე (ქართულ, ინგლისურ, სომხურ და რუსულ ენაზე). აუცილებელია თანხის გამოყოფა როგორც ახალი ექსპონატების შესაძენად, ასევე საგამოფენო ქონების შეკეთებისა და ახლის შესაძენად“.
საინტერესოა, რომ ახალქალაქის რეგიონის ტურიზმის განვითარების გეგმაში აზარტული თამაშებიც შედის, რომელიც რეგიონში განვითარებულ სფეროდ არ ითვლება.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა ხელმძღვანელი ვალერი სტელმაშოვი ამბობს, რომ პროექტში წარმოდგენილი თითოეული ნაწილი ცალ-ცალკე განხილვას და ხელახლა წარმოდგენას საჭიროებს.
„მაგალითად, აღნიშნულია, რომ ქალაქის ორ ადგილას ტურისტულ მიმართულებებზე აბრა უნდა განთავსდეს, მაგრამ არ არის დაკონკრეტებული როდის და სად, ანუ ეს ან ხუთი წლის განმავლობაში მოხდება, ან მომავალ წელს. ამ ყველაფრისთვის გათვალისწინებული თანხები ჯერ არ გვაქვს. სხვადასხვა პროგრამებიდან და ელექტრონული ტენდერებიდან დაზოგილი თანხების შეგროვებით, ტურიზმის განვითარების პროგრამის ერთ-ერთ პუნქტზე უნდა ვიმუშაოთ“, – განმარტავს იგი.
ახალქალაქის ციხის აღდგენაც იგეგმება.
„ციხეს გარემოტება სჭირდება. საჭიროა მუზეუმი ან რაიმე სხვა საინტერესო პუნქტი, რომელსაც ტურისტებს წარვიდგენთ“, – ამბობს სტელმაშოვი.
ყველა ზემოაღნიშნული პროექტი კვლავ თეთრ ქაღალდზე რჩება. რამდენი პროექტი ხუთ წელიწადში განხორციელდება, თუმცა ყველაფერს დრო გვიჩვენებს.