თურქეთში 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ნიღდეს პროვინციაში, 7 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. სტიქიას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყვა.
6 თებერვლის დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა კი თურქეთსა და სირიაში, 50 000-ს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, თურქეთში დაღუპულია 44 218 ადამიანი, სირიაში – 5 914. მიძისძვრით დაზარალებულ რეგიონში სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება.