რამდენიმე დღეა ახალქალაქის რაიონული სასამართლო არასრულწლოვნის მიერ მუქარის გამო ინტიმური ფოტოების გავრცელებასა და სექსუალური ხასიათის ურთიერთობას განიხილავს და ერთ ბრალდებულს ასამართლებენ. გასამართლდება ისიც, ვინც ამ ფოტოების გავრცელებაში შეიტანა წვლილი, რასაც სპეციალური საგამოძიებო სამსახური ცალკე იძიებს და პირებს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
როგორც JNEWS-ს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, ახალქალაქში ინტიმური ფოტოების გავრცელების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა – კიდევ ერთი საქმეა აღძრული. ეს მუხლი პირადი ცხოვრების საიდუმლოების უკანონო მოპოვებას, შენახვას, გამოყენებას, გავრცელებას ან მისი ხელმისაწვდომობის გადაბარებას ეხება, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
შეგიძლიათ გაეცნოთ:
შანტაჟი და ინტიმური ფოტოების გავრცელება – ბრალდებულს 15 წლამდე პატიმრობას ემუქრება