საქართველოში უკვე მე-8 წელია „საყოველთაო სახელმწიფო ჯანმრთელობის დაზღვევა“ მოქმედებს. 2022 წლის 1 ნოემბრიდან პროგრამაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია. ვის, როგორ და რამდენად სახელმწიფო ჯანმრთელობის დაზღვევით შეუძლია ისარგებლოს, ჩვენს მასალაში გაეცნობით.

სახელმწიფო დაზღვევის პროგრამით სარგებლობის უფლება საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს.

ცალკე სახელმწიფო სადაზღვევო პაკეტები ხელმისაწვდომია მასწავლებლებისთვის, პენსიონერებისთვის, სოციალურად დაუცველი ოჯახის სტატუსის მქონე პირებისთვის, ჯარში მომსახურე გარკვეული ასაკის ყმაწვილებისთვის და შსს-ს ორგანოებში დასაქმებულთათვის. ყველა დანარჩენისთვის სადაზღვევო პაკეტი იგივეა.

არსებობს კერძო სადაზღვევო კომპანიები, რომლებიც სხვადასხვა მომსახურებას სხვადასხვა ფასად გთავაზობენ.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში დღემდე ახალქალაქის რეფერალურ საავადმყოფოში სადაზღვევო პოლისი დაახლოებით 33 ათას ადამიანზეა რეგისტრირებული.

სადაზღვევო პოლისების გაცემა საქართველოში, ისევე როგორც ახალქალაქში, 2015 წელს დაიწყო. ახალქალაქში პოლისებს ურიგებდნენ ხალხს, როცა ისინი საკუთარ სახლებში გადიოდნენ. სადაზღვევო პოლისების გაცემისას მოსახლეობას პასპორტის მონაცემების წარდგენა მოეთხოვებოდა, რამაც მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია და ბევრმა პოლისის აღებაზე უარი თქვა, რადგან პროგრამის დეტალებს არ იცნობდა, ზოგიერთი კი უბრალოდ სახლში არ იყო.

ახალქალაქის რეფერალური ჰოსპიტალის მენეჯერის ალექსან თოროიანის თქმით, ისინი, ვინც  დაზღვეული ჯერ არ არიან, შეუძლიათ ნებისმიერ ჯანდაცვის ორგანიზაციას მიმართონ, პასპორტი წარადგინონ და სადაზღვევო პოლისი მიიღონ.

„მაშინ, სამწუხაროდ, ხალხს ვერ ავუხსენით, რომ ეს მათი ინტერესებისთვის ხდება. თითოეულ სოფელში ჩვენი მუშაკები გავგზავნეთ, რათა სადაზღვევო სისტემა აეხსნათ. მოსახლეობას ახლაც შეუძლია დაზღვევის მიღება. პირველადი დახმარების მიღებისას თუ დაგეგმილი შემოწმებისას პასპორტის წარდგენით დარეგისტრირდებიან“, – განმარტა ალექსან თოროიანმა.

თუ ადამიანს სამედიცინო პოლისი გააქტიურებული არ აქვს, მაშინ მას მაშინვე ვერ გამოიყენებს. პროგრამის ბენეფიციარს სადაზღვევო პოლისით სარგებლობა მას შემდეგ შეუძლია, რაც სახელმწიფო კონკრეტული პირის სადაზღვევო პაკეტს დაამოწმებს, რასაც შეიძლება 1 ან 2 თვე დასჭირდეს. აღნიშნული დღის სამედიცინო მომსახურების და გარანტიის მიღებამდე პირი მომსახურების 100%-ს იხდის.

2022 წლის 1 ნოემბრიდან ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტში ცვლილებები შევიდა. ყველა მომსახურება უკვე თვითდაფინანსებად იქცა, ანუ მომსახურების საფასურს სახელმწიფოც და პაციენტიც იხდის. თუ მანამდე ზოგიერთ სამედიცინო მომსახურებას სახელმწიფო 100%-ით აფინანსებდა, 2022 წლის 1 ნოემბრიდან ყველა სამედიცინო მომსახურება თვითდაფინანსებას მოითხოვს.

„ზუსტი პროცენტის თქმა მიჭირს, რადგან არც ჩვენ ვიცით. მხოლოდ დიაგნოზები და შესაბამისი კოდებია ჩვენთვის ცნობილი, პროცენტს პაციენტის გაწერისას ვხედავთ. თვითდაფინანსების შესახებ ყველას ვაფრთხილებთ. გაწერისას მომსახურების თანხა გაიცემა და ზუსტდება რამდენ პროცენტს იხდის სახელმწიფო და რა ნაწილია პაციენტის დაფინანსებაში“, – აცხადებს ალექსან თოროიანი.

თვითდაფინანსების გარეშე სოციალურად დაუცველის, პირველი კატეგორიის შშმ პირებისა და მასწავლებლების სტატუსის მქონე პირთა მკურნალობაა  შესაძლებელი. თვითდაფინანსების გარეშე რჩება მშობიარობა და „საკეისრო კვეთა“, ასევე ზოგიერთ შემთხვევაში ონკოლოგია და ქიმიოთერაპია.

სოციალურად დაუცველი მონაცემთა ბაზაში უნდა იყოს რეგისტრირებული

საავადმყოფოს მენეჯერის, ალექსან თოროიანის თქმით, ცვლილებების ფარგლებში მათ რეფერალურ საავადმყოფოში პაციენტებისთვის 2022 წლის 28 დეკემბრიდან სამჯერადი კვება შემოიღეს.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ გადახდილი სამედიცინო მომსახურება

სამედიცინო კონსულტაციების ხარჯებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ანაზღაურებს. სოფლებში, სადაც ექიმი არ ჰყავთ, კონსულტაციის საფასურს მერია იხდის, ხოლო სხვა სამედიცინო მომსახურებას თავად პირი ფარავს. სხვა სოფლებში, სადაც ექიმია, კონსულტაციის საფასურს მერია ანაზღაურებს, სამედიცინო მომსახურება კი სახელმწიფოს დაფინანსებით და თვითდაფინანსებით იფარება.

თვითდაფინანსების ნაწილს ახალქალაქის მუნიციპალიტეტი შემდეგ კატეგორიის მოსახლეობასაც უფინანსებს:

  • ბავშვები 0-დან 6 წლამდე
  • სტუდენტები
  • პენსიონერებისთვის თვითდაფინანსების ნაწილი 300 ლარამდეა, მაგრამ თუ თანხა 300 ლარზე მეტია, სხვაობას პაციენტი ფარავს

პოლისი სამედიცინო მომსახურებას პაციენტის შემოსავლიდან გამომდინარე აფინანსებს

რადგან სახელმწიფო სხვადასხვა შემოსავლის მქონე ბენეფიციარებს სამედიცინო მომსახურების ღირებულების განსხვავებულ წილს უხდის, თუ ადამიანი რომელიმე კომპანიაში მაღალი ანაზღაურებით მუშაობდა, მაგრამ შემდეგ მუშაობა შეწყვიტა, ყოფილი მაღალი ხელფასი შეიძლება მონაცემთა ბაზაში აღინიშნოს, ამიტომ პირმა შეიძლება მიიღოს, მცირე პროცენტით, ან არ მიიღოს სახელმწიფო დაფინანსება. ასეთ შემთხვევებში  საგადასახადო სამსახურს, ან იმ ორგანიზაციას, სადაც მუშაობდა, აუცილებლად უნდა  მიმართონ, რათა პირი თანამშრომელთა სიიდან ამოიღონ.