გუშინ, 8 მაისს, ახალქალაქში რამდენიმე მცხოვრებს შორის დაპირისპირება მომხდა. ძალადობის ფაქტზე შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. «საქართველოს პარტიოტთა ალიანსის» ლიდერმა ფეისბუკ გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც ძალადობაში არარატ ამბარიანს ადანაშაულებს. უკანასკნელი ამტკიცებს, რომ არ იცის, თუ რატომ ასახელებენ მის სახელს და მას აქვს მტკიცებულებები, რომ გუშინ გარჩევაში მონაწილეობა არ მიუღია.
გუშინ ახალქალაქში გარჩევა მოხდა. ახალგაზრდები, როგორც ყოველთვის, გაუგებრობის შედეგად, ფიზიკურ დაპირისპირებაზე გადავიდნენ. შსს-მ აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ქალაქში დაიწყეს იმაზე საუბარი, რომ არარატ ამბარიანი სოფელი ხოსპიოს ორ მცხოვრებს ფიზიკურად გაუსწორდა. ნაცემი ადამიანების სახელებსაც ასახელებენ. საღამოს 21:00 საათის შემდეგ «საქართველოს პარტიოტთა ალიანსის» პარტიის ლიდერი განცხადებით წარდგა. მისი განცხადებთ, ძალადობა «დეპუტატ ენზელ მკოიანის ბანდიტების დაჯგუფების» წევრმა განახორციელა და კონკრეტულად არარატ ამბარიანის სახელი დაასახელა.
რასაკვირველია, აღნიშნულმა თემამ მედიაში ფართო მასშტაბი მოიცვა. რეგიონით დაინტერესებულმა ყველე მედიამ კამათის შესახებ დაწერა. Jnews-მა ასევე ირმა ინაშვილის განცხადებას მიმართა. არარატ ამბარიანი, ვისი სახელიც ირმა ინაშვილის განცხადებაშია ნახსენები, ბენზინგასამართი სადგურის მუშაკია. ის Jnews-ის მასალას გამოეხმაურა და თქვა, რომ არავითარ კამათში არ მიუღია მონაწილეობა, და «ირმა ინაშვილი აშკარად იტყუება».
«მე შემიძლია ეტაპობრივად გაჩვენოთ და დაგიმტკიცოთ, რომ მაგ საათებში სამსახურში გადატვირთვით ვიყავი დაკავებული. არ მესმის, მაინცდამაინც, ჩემს სახელს რატომ ასახელებენ. მე პოლიციაშიც ვიყავი, ავუხსენი ყველაფერი, გაიგეს»,- Jnews-სთან სატელეფონო საუბარში თქვა არარატ ამბარიანმა.
ზოგიერთმა მედიამ აღნიშნა, რომ დაპირისპირება ერთ-ერთ ბენზიგასამართ სადგურზე მოხდა, რომელიც დეპუტატ ენზელ მკოიანს ეკუთვნის. ამ შეკითხვაზე არარატ ამბარიანმა თქვა, რომ ყველა ბენზინგსამართ საგდურს აქვს ვიდეოკამერები და იმის დამტკიცება, რომ კამათი არ ყოფილა, რთული არ იქნება.
«მე არ ვიცი, ვის შორის იყო შეკამათება, მაგრამ კამათი სავარაუდოდ ხოსპიოში მოხდა. ხოსპიოს მაცხოვრებლებს, ვისაც ასახელებენ, უბრალოდ როგორც რაიონის მცხოვრებლებს ვიცნობ. მაგრამ ვინ ვის ეჩხუბებოდა მე არ ვიცი»,- თქვა მან.
შეკითხვაზე, თუ მისი სახელი კონფლიქტის მონაწილეებს შორის რასთან დაკავშირებით დასახელდა, არარატ ამბარიანმა თქვა:
«ირმა ინაშვილი ჩემზე ჭორებს ავრცელებს, არ ვიცი რატომ, ალბათ ჩვენთან, ჯავახეთში, ყველაფერის არევა სურს»,- ამბობს ის.