ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, წელს 23 მედალი მოქმედი საჯარო სკოლების წარჩინებულ მოსწავლეებს მათი საქმიანობის სფეროს მიხედვით გადაეცათ: 15 ოქრო და 8 ვერცხლი.
სკოლის მოსწავლეების ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოების მიზანი მოსწავლეთა მიღწევების წახალისება და წარჩინებული სტუდენტების გამოვლენაა.
განათლების სამინისტრო ოქროსა და ვერცხლის მედლებს იმ მოსწავლეებს ანიჭებს, რომლებიც საჯარო სკოლას წარჩინებით დაასრულებენ.
მედლებსა და შესაბამის სერთიფიკატებს დაჯილდოების საკუთარი წესები აქვს.
• მოსწავლე, რომელიც 10 ქულას დამრგვალების გარეშე დააგროვებს, ოქროს მედალსა და შესაბამის სერთიფიკატს იღებს
• 9,8 და უფრო მაღალი ქულების მქონე მოსწავლე ვერცხლის მედალსა და შესაბამის სერთიფიკატს მიიღებს
მოსწავლემ უნდა გაითვალისწინოს, რომ მედლისთვის ქულების დაგროვება მე-10 კლასიდან იწყება და მე-12 კლასის შედეგებით სრულდება.
სკოლის წარჩინებით დამთავრების მიუხედავად, არიან ადამიანები, რომლებიც ოქროს და ვერცხლის მედლებსა და დიპლომებს არ იღებენ. ეროვნულ სასწავლო გეგმაში წერია, რომ მოსწავლეებს, რომლებიც საჯარო სკოლას ექსტერნით ამთავრებენ, ოქროსა და ვერცხლის მედლებით არ დაჯილდოვდებიან.
როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლების მოსწავლეებს შეუძლიათ მიიღონ ოქროს და ვერცხლის მედლები, თუ ისინი მითითებულ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ.