ახალქალაქის სერვისცენტრი აცხადებს, რომ სოფლებში, რომლებსაც ისინი ემსახურებიან, დასუფთავების ტარიფი იგივეა, რაც ქალაქში. ერთი ადამიანის თვიური გადასახადი 40 თეთრია. როგორც სერვისცენტრში განგვიმარტეს, ეს ტარიფი 2019 წლიდან ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით შემოიღეს.
6 მაისს Jnews-მა დაწერა სტატია იმის შესახებ, რომ ახალქალაქში წყლისა და დასუფთავების სუბსიდია არ მოქმედებს. სტატიაში ნათქვამია, რომ დასუფთავება სოფლებში ოჯახებს საშუალოდ 3 ლარი უჯდებათ. ეს ინფორმაცია სხვადასხვა სოფლის მაცხოვრებლების ნათქვამიდან ვრცელდება.
თუმცაღა, დასუფთავების საკითხი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ცალსახი როდია.
სერვისცენტრი დასუფთავების გადასახადს მხოლოდ შემდეგ სოფლებში კრეფს: კულიკამი, ხულგუმო, ბავრა, ხოსპიო, მარტუნი, მურჯახეთი, ჩამდურა, მაჭატია, კორხი, თოთხამი და გომანი.
«2018 წელს 2-3 თვე გადასახადს ამ ტარიფით ვკრეფდით. მიუხედავად ოჯახის წევრების რაოდენობისა, ოჯახი 3 ლარს იხდიდა, მაგრამ საკრებულოს გადაწყვეტილების შემდეგ, ჩვენ ერთ ადამიანზე 40 თეთრს ვაგროვებთ. ჩვენ მათ ქვითარს ვაძლევთ. გადასახადს ყველა სოფელში არ ვაგროვებთ, სულ 11 სოფელში. ჩვენს მუშაკებს ნაგავი ამ სოფლებიდან 2 დღეში ერთხელ გამოაქვთ. დასუფთავების გადასახადს იგივე სოფლის მცხოვრები აგროვებს, რომელიც ჩვენთან მუშაობს, ვუხდით ხელფასს, შეგროვებული თანხის 30%-ს»,- თქვა ახალქალაქის სერვისცენტრის დირექტორმა არმენ ბიჩახჩიანმა.
სოფლებსა და ქალაქში იურიდიული პირებისათვის დასუფთავება 1 კუბური მეტრისათვის 25 ლარი ღირს.
ახალქალაქის სერვისცენტრი ასუფთავებს იმ სოფლებს, სადაც ნაგვის ურნები დგას. სოფლების ცენტრალურ და პარალელურ ქუჩებზე 15-დან 25-მდე ნაგვის ურნა დგას, სოფლის მცხოვრებლების რაოდენობიდან გამომდინარე.
სერვისცენტრი ყველა სოფელს არ ემსახურება, ამიტომ ზოგიერთი ამ საკითხის გადაწყვეტის ალტერნატიულ გზებს თვითონ ეძებს. მაგალითად, სოფელი კარტიკამიდან სოფლის მოსახლეობის ინიციატივითა და ორგანიზებით, სამ თვეში ერთხელ ოჯახებიდან 10 ლარს აგროვებენ, რაც თვეში 3,30 ლარი გამოდის. საკუთარი ინიციატივით ასუფთავებენ ასევე სოფელ დილისკაში, მაგრამ პროცესი ჯერჯერობით რეგულარულ ხასიათს არ ატარებს.
სერვისცენტრის დირექტორის თქმით, 20 დღის წინ დილისკაში მოსახლეობამ დაასუფთავა სოფელი, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ნაგავი ნაგავსაყრელზე გაეტანათ, სოფლის მახლობლად ხელოვნურ ნაგავსაყრელზე შეაგროვეს.
თითქმის ყველა სოფელში ადამიანებმა ხელოვნური ნაგავსაყრელები გააკეთეს. ისინი ძირითადად სასოფლო-სამეურნეო მიწებზე, გზებთან მდებაორეობს. სერვისცენტრს არ აქვს სახსრები და შესაძლებლობები, რომ ხელოვნური ნაგავსაყრელები პერიოდულად დაასუფთავოს. თუმცა, ყოველწლიურად ზოგიერთი სოფლიდან ეს ნაგავი მაინც გააქვთ.
არმენ ბიჩაჩიანის თქმით, მათ სოფელი ბეჟანოდან მიიღეს განცხადება, სადაც მათ თხოვნით მიმართავენ, რომ სოფლისაკენ მიმავალ გზაზე მდებარე ხელოვნური ნაგავსაყრელი დაასუფთავონ. ბეჟანოს მოსახლეობის თქმით, იქ ნაგავს მეზობელი სამი სოფლიდანაც ყრიან.
«თუ სოფლები წერილობით მოგვმართავენ და ჩვენ გვექნება ფინანსური შესაძლებლობა, ამ ადგილებიდან ნაგავს დავასუთავებთ. გასულ წელს ბეჟანოში ხელოვნური ნაგავსაყრელი დავასუფთავეთ, წელსაც დავასუფთავებთ, რადგან მათ განცხადებით მოგვმართეს»,- თქვა არმენ ბიჩახჩიანმა.