2019 წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში სხვადასხვა სახელმწიფო შესყიდვებზე 580 201 ლარი დაიზოგა .
ისევე როგორც მთელი საქართველოს მასშტაბით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულების მსურველთა შერჩევა, მომსახურება ან სახელმწიფო დაწესებულებებისათვის შესყიდვები ტენდერების საშუალებით ტარდება. შესყიდვები და მომსახურება ძირითადად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. ინფრასტრუქტურული სამუშაოები ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ისევე როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან და სხვადასხვა ფონდებიდან.
სამუშაოები, როლებიც სრულდება სახელმწიფო ბიუჯეტის ან რეგიონალური განვითარების ფონდის სახსრებით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 5%–თ ფინანსდება.
გამჭვირვალე კონკურენციით ელექტრონული შესყიდვების პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ დაბალ ფასად სრულდებოდეს კარგი სამუშაო. მუნიციპალიტეტი აცხადებს კონკურსს სამუშაოზე, მომსახურებასა და შესყიდვებზე. ის ვინც სამუშაოს გააკეთებს უფრო დაბალ ფასად, მიიღებს შესრულებაზე უფლებას. შემდეგ გამარჯვებული წარადგენს საჭირო საბუთებს და იდება ხელშეკრულება. ამ პროცედურების დროს, დოკუმენტაციის შეუსაბამობის შემთხვევაში შეუძლიათ მოგებულ კომპანიას ან მეწარმეს დისკვალიფიკაცია გაუკეთონ.
მუნიციპალიტეტისა და გამარჯვებულის შეთავაზებულ თანხას შორის განსხავება ეკონომიას წარმოადგენს. თუმცა ეკონომია მუდამ არ არის ეფექტური, რადგან იკლებს ხარისხი. მონაწილეები მოგების მიზნით შესაძლებლობების გადაჭარბებით უკლებენ ფასს. იმ შემთხვევაში თუ კომპანია საფასურის 20 %-ს დაწევს, უნდა წარადგნოს ცნობა, რომ შეძლებს მაგ ფასში აღნიშნული სამუშაოს შესრულებას.
ტენდერებზე დანაზოგი თანხა ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში ან რეგიონალურ ფონდში. ადგილობრივი თვითმართველობის მიერ დაფინანსებული თანხის დაზოგვის შემთხვევაში სახსრები რჩება მუნიციპალიტეტში. დანაზოგი სახსრები გროვდება, საბოლოოდ ადგილობრივი თვითმართველობა წყვეტს თუ რა სამუშაოებზე გამოიყენოს თანხა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა 2019 წლის იანვრიდან დეკემბრამდე სახელმწიფო შესყიდვების გვერდის თანახმად დაზოგა 580 201 ლარი. ტენდერებზე დანაზოგი თანხის შესახებ სტატისტიკური მონაცემები მერიაში არ მოგვაწოდეს, რადგან არ ატარებენ აღნიშნულ კვლევებს. ჩვენი დაკვირვებით 128 ტენდერიდან მხოლოდ 13 ტენდერის თანხა არ იყო დაწეული, დანარჩენ შემთხვევებში მუნიციპალიტეტის მიერ შეთავაზებული პირველადი ფასი ტენდერს არ შეუნარჩუნებია. ყველაზე მეტი თანხა, 86 000 ლარი, დაიზოგა გზების, ხიდებისა და შემოღობილობის შეკეთების პროექტების შედგენაზე. თავდაპირველი თანხა 200 000 ლარს შეადგენდა. ტენდერში მონაწილეობა 5 კომპანიამ მიიღო, ტენდერი 114 000 ლარით შპს «აიდემმა» მოიგო.
მეორე ტენდერი, რომელზეც დაიზოგა თანხა, ალათუმანი- ბეჟანოს ტრასის ასფალტირების პროექტის შედგენას ეხებოდა. თავდაპირველი თანხა 120 000 ლარს შეადგენდა. დაზოგილი იყო 80 000 ლარი. ტენდერში 12 კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, საბოლოოდ შპს «როუდიმ» 40 000 ლარით მოიგო ტენდერი.
62 958 ლარი დაიზოგა სოფელ ხორენიაში წყალგაყვანილობის ახალ სისტემაზე. თავდაპირველი თანხა 962 928 ლარს შეადგენდა. ტენდერი 899 970 ლარით კომპანია «უნივერსალ ჯორჯია 2008-მ»მოიგო. კონკურსში მონაწილეობა ორმა კომპანიამ მიიღო.
ყველაზე მცირე თანხა, რაც ტენდერებზე დაიზოგა, 54 ლარს შეადგენდა. ტენდერი ახალქალქის № 1,2,3 საბავშვო ბაღების, სოფელ დილისკის საბავშვო ბაღის და მომავლის სახლის სარეაბილიტაციო პროექტის შედგენას ეხებოდა. თავდაპირველი თანხა 4070 ლარს შეადგენდა, კონკურსში მონაწილეობდა ერთი კომპანია და 4013 ლარით მოიგო ტენდერი.
მეტობით მეორე თანხა 55 ლარის შეადგენს. ის ისევ პროექტების შედგენაზე, ამჯერად სოფელ ჩუნჩხის რიტუალების სახლის, ახალქალქის ქუჩების შეკეთების და მრავალსართულიანი შენობების სადარბაზოებში ვენტილაციის დამონტაჟებას ეხებოდა.
ახალქალაქის მუნიცპალიტეტში უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში ტენდერებზე დანაზოგი თანხის სტატისტიკა შემდეგნაირია:
-2015 წელს დაიზოგა დაახლოებით 430 194 ლარი;
– 2016 წელს- 629 513 ლარი;
– 2017 წელს- 607 138 ლარი;
– 2018 წლის, 17 აგვისტოს მონაცემებით- 348 422 ლარი.